შურისმაძიებლები (2012 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
შურისმაძიებლები (ინგლ. The Avengers) — 2012 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც Marvel Studios-მა გადაიღო. მას დისტრიბუციას უწევს Walt Disney Pictures. ფილმი ეფუძნება კომპანიის Marvel Comics მიერ გამოცემული სუპერგმირების გუნდ „შურისმაძიებლების“ თავგადასავლებს. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯოს უიდონი. მთავარ როლებს მასში ასრულებენ რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ევანზი, მარკ რუფალო, კრის ჰემსუორთი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი, ტომ ჰილდსტონი და სემუელ ლ. ჯექსონი.
„შურისმაძიებლები“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ჯოს უიდონი |
პროდიუსერი | კევინ ფაიგი |
სცენარის ავტორი | ჯოს უიდონი |
ნაწარმოები |
შურისმაძიებლები — სტენ ლი ჯეკ კირბი |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | ალან სილვესტრი |
ოპერატორი | შიმუს მაკ-გერვი |
მონტაჟი |
|
სტუდია | Marvel Studios |
დისტრიბუტორი | Walt Disney Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 143 წთ. |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 220 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 1.520 მილიარდი აშშ დოლარი [2] |
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ორგანიზაციის S.H.I.E.L.D. ლიდერი ნიკ ფიური (სემუელ ლ. ჯექსონი) რკინის კაცს, ჰალკსა, თორს და კაპიტან ამერიკას აერთიანებს ერთ გუნდში, რომელსაც „შურისმაძიებლები“ ეწოდება. ჯგუფმა უნდა შეაჩეროს ლოკის, თორის ძმის ქმედებები, რომლებიც მიმართულია დედამიწის განასადგურებლად.
ფილმზე მუშაობა დაიწყო, როდესაც მერილ ლინჩი 2005 წლის აპრილში Marvel Comics-ის ერთ-ერთი მეწილე გახდა. ფილმის „რკინის კაცი“ 2008 წლის წარმატების შემდეგ Marvel Studios-ისგან ცნობილი გახდა, რომ „შურისმაძიებლები“ 2011 წლის ივლისში გამოვიდოდა. 2009 წლის მარტში გუნდს შეუერთდა სკარლეტ იოჰანსონი. ფილმის დასრულება 2012 წლისათვის გადაიდო. უიდონი კოლექტივს 2010 წლის აპრილში შეუერთდა და შეცვალა სცენარი, რომლის ავტორი სინამდვილეში ზეკ პენი იყო. ფილმის წარმოება დაიწყო 2011 წლის აპრილში, ნიუ-მექსიკოში გადაღებებით და 2011 წლის აგვისტოში გადაინაცვლა კლივლენდის ტერიტორიაზე. 2011 წლის სექტემბერში გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობდა. პოსტ-წარმოების პერიოდში ფილმი 2D ფორმატიდან 3D-ში იქნა გადაყვანილი.
„შურისმაძიებლების“ პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში (კალიფორნია, აშშ), თეატრში El Capitan, 2012 წლის 11 აპრილს. დღეისათვის იგი 1 მილიარდი დოლარის შემოსავლის ზღვარის გადალახვის მხრივ რეკორდსმენია და ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების სიაში რიგით მესამე ადგილი უკავია.
ფილმის შემდგომი ნაწილის წარმოება 2012 წლის მაისში დაიწყო.