რკინის კაცი
From Wikipedia, the free encyclopedia
რკინის კაცი — Marvel Comics-ის პერსონაჟი და ამავე კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიების სამყაროს სუპერგმირი. მისი შექმნელია სტენ ლი. ბიოგრაფიის ავტორია ლერი ლიბერი, ხოლო დიზაინი შეიმუშავეს მხატვრებმა, დონ ჰეკმა და ჯეკ კირბიმ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსის „Tales of Suspense“ 39-ე ნომერში (1963 წლის მარტი).
„რკინის კაცი“ | |
---|---|
| |
გამომცემელი | Marvel Comics |
გამოცემის თარიღი | Tales of Suspense #39 (მარტი 1963) |
გმირი(ები) | რკინის კაცი და ომის მანქანა |
გუნდი | |
ტექსტის ავტორ(ებ)ი | სტენ ლი |
მხატვარი(ები) | ჯეკ კირბი |
პირველი გამოცემა | |
პირველად გამოიცა | 1963 წელი |
ენა | ინგლისური |
გამოცემების ისტორიის მანძილზე რკინის კაცი ასევე წარმოადგენდა გუნდ „შურისმაძიებლების“ წევრს. რკინის კაცის თავგადასავლები ადაპტირებული იქნა სხვადასხვა ტელესერიალისა და კინოფილმისათვის. სამ კინოფილმში, „რკინის კაცი“, „რკინის კაცი 2“ და „რკინის კაცი 3“ მის როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. იგი ასევე ჩნდება 2012 წლის ფილმში „შურისმაძიებლები“ და ეპიზოდურ როლში, ფილმში „საოცარი ჰალკი“ (2008). 2011 წელს რესურსმა IGN რკინის კაცი მოათავსა კომიქსების პერსონაჟების რეიტინგის 12-ე პოზიციაზე.