რკინის კაცი (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„რკინის კაცი“ (ინგლ. Iron Man) — Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების კომიქსების ეკრანიზაცია, რომელშიც მონაწილეობენ რობერტ დაუნი უმცროსი (ტონი სტარკი), გვინეთ პელტროუ (პეპერ პოტსი), ტერენს ჰოვარდი (ჯეიმზ როუდსი) და ჯეფ ბრიჯესი (ობადია სტეინი). ფილმის რეჟისორია ჯონ ფავრო.
„რკინის კაცი“ | |
---|---|
ჟანრი | სუპერგმირული ფილმი |
რეჟისორი | ჯონ ფავრო |
პროდიუსერი |
ავი არადი კევინ ფაიგი |
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | |
როლებში |
|
მუსიკა | რამინ ჯავადი |
ოპერატორი | მეთიუ ლიბატიკი |
მონტაჟი | დენ ლებენტალი |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 126 წთ[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 140 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 585.2 მილიონი აშშ დოლარი[2] |
ფილმის წარმოება მიმდინარეობდა 1990 წლიდან, კომპანიების Universal Pictures, 20th Century Fox და New Line Cinema მიერ, სანამ Marvel Studios უფლებებს 2006 წელს დაიბრუნებდა. Marvel-მა პროექტი წარმოებაში ჩაუშვა და თავად დააფინანსა, ხოლო Paramount Pictures დისტრიბუტორის სახით მოქმედებდა. [nb 1]. მის რეჟისორად ფავრო დაინიშნა, რომელმაც მიზნად დაისახა ფილმში უფრო ბუნებრივი გარემოს შექმნა და გადაწყვიტა მისი კალიფორნიაში გადაღება. ეს, თავის მხრივ, განსხვავდება კომიქსებისგან, სადაც მთავარი პერსონაჟი აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს. ასეთი არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რეჟისორს სურდა, გარკვეული განსხვავება ყოფილიყო ამ და ნიუ-იორკში დატრიალებული სუპერგმირებული ფილმების მოქმედებათა შორის. გადაღების დროს მსახიობებს მიეცათ საკუთარი დიალოგების იმპროვიზაციის საშუალებაც, ვინაიდან წარმოების წინა პროცესის დროს ყურადღება გამახვილებული იყო მხოლოდ სიუჟეტსა და მოქმედებებზე. იარაღის მოდელები, შექმნილი რეზინისგან და ლითონისგან სტენ უინსტონის კომპანიის მიერ, შერეული იქნა კომპიუტერულ გრაფიკასთან, რათა შეექმნათ მთავარი პერსონაჟი. Hasbro და Sega დაკავებულები იყვნენ დაკავშირებული პროდუქციის გაყიდვით, ხოლო პროდუქტის განლაგების ხელშეკრულებები გამორმა ფირმებთან Audi, Burger King, LG და 7-Eleven.
ფილმის მიმოხილვები დადებითი იყო და განსაკუთრებით აღინიშნებოდა დაუნის შესრულება.[6] ამერიკის კინოისტიტუტის მიერ ფილმი არჩეული და შეყვანილი იქნა წლის საუკეთესო 10-ეულში. დაუნი, ფავრო და პელტროუ მოგვიანებით კვლავ დაბრუნდნენ 2010 წლის 7 მაისს გამოსული „რკინის კაცი 2“-ის გადასაღებად. დაუნის გმირი ეპიზოდური პერსონაჟის სახით გამოჩნდა ფილმში „საოცარი ჰალკი“ და ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა ფილმში „შურისმაძიებლები“ (2012). დაუნიმ კვლავ შეასრულა რკინის კაცის როლი მესამე ფილმში, „რკინის კაცი 3“, რომელიც 2013 წლის 3 მაისს გამოვიდა. იგი კვლავ გამოჩნდება შურისმაძიებელთა თავგადასავლებისადმი მიძღვნილ შემდეგ ფილმში, „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ და მესამე ნაწილში, „შურისმაძიებლები 3“.[7]