კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
„კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (ინგლ. Captain America: Civil War) — 2016 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც ეფუძნება Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების სუპერგმირის გუნდის თავგადასავლებს. იგი გადაღებულია Marvel Studios-ის მიერ, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Studios Motion Pictures. ფილმი არის რიგით მეცამეტე ფილმი მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს სერიებში და ფილმების „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ და „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ პირდაპირი გაგრძელება. რეჟისორები არიან ძმები რუსოები, ხოლო სცენარი დაწერეს კრისტოფერ მარკუსმა და სტივენ მაკფილიმ. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: კრის ევანზი, რობერტ დაუნი უმცროსი, სკარლეტ იოჰანსონი, სებასტიან სტენი, ენტონი მაკი, დონ ჩიდლი, ჯერემი რენერი, უილიამ ჰარტი, დანიელ ბრიული და სხვები.
„კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | სუპერგმირული |
რეჟისორი | ენტონი და ჯოი რუსოები |
პროდიუსერი | კევინ ფაიგი |
სცენარის ავტორი | |
ნაწარმოები | „კაპიტანი ამერიკა“ — ჯო საიმონი, ჯეკ კირბი |
როლებში |
|
მუსიკა | ჰენრი ჯეკმენი |
ოპერატორი | ტრენტ ოპალოქი |
მონტაჟი | ჯეფრი ფორდი |
სტუდია | Marvel Studios |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 147 წთ.[1][2] |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 250 მილიონი აშშ დოლარი[3][4] |
შემოსავალი | 1.153 აშშ დოლარი[3] |
„კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში 2016 წლის 12 აპრილს და აშშ-ში გამოვიდა 2016 წლის 6 მაისს. ფილმმა მიიღო მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან, მიმოხილვების აგრეგატორ საიტზე Rotten Tomatoes ფლობს 91-იან რეიტინგს 388 მიმოხილვაზე დაყრდნობით, 7.67/10 საშუალო რეიტინგით.[5] ფილმი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა 1.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და იქცა 2016 წლის ყველაზე შემოსავლიან და ყველა დროის 12-ე ყველაზე შემოსავლიან ფილმად.