Eclipse (პინკ ფლოიდის სიმღერა)
პინკ ფლოიდის სიმღერა / From Wikipedia, the free encyclopedia
„Eclipse“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეათე[nb 1] და უკანასკნელი სიმღერა ალბომიდან The Dark Side of the Moon. მისი ავტორია როჯერ უოტერსი, ხოლო დამატებით ჰარმონიულ ვოკალს ასრულებს დევიდ გილმორი. იგი უერთდება სიმღერას „Brain Damage“ და როგორც წესი, კონცერტებზე სრულდება მასთან ერთად.
სწრაფი ფაქტები სიმღერა — პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Dark Side of the Moon ...
„Eclipse“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Dark Side of the Moon | ||||
გამოსვლის თარიღი | 17 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | ივნისი 1972 - იანვარი 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:03 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
The Dark Side of the Moon – სიმღერები | ||||
|
დახურვა
სიმღერის ბოლოს ჟღერს ები-როუდის სტუდიების თანამშრომელ ჯერი დრისკოლის ხმა. ეს არის ნაწყვეტი მისი საუბრიდან, რომელშიც იგი მთვარის ბნელ მხარეზე საუბრობდა - „There is no dark side of the moon, really. Matter of fact, it's all dark. The only thing that makes it look light is the sun“.[1][2]
სიმღერის შეტანას აპირებდნენ კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd.[3]