On the Run (ინსტრუმენტალი)
პინკ ფლოიდის სიმღერა / From Wikipedia, the free encyclopedia
„On the Run“ — მესამე კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან The Dark Side of the Moon.[1][2] ეს არის ინსტრუმენტული კომპოზიცია, აგებული სინთეზატორ EMS-ის რამდენიმე ნოტზე, რომელიც აჩქარებული ტემპით ჟღერს. ნომერი პირდაპირ კავშირშია მოგზაურობის, ფრენის შიშთან, რასაც ხაზს უსვამს მასში გაჟღერებული ხმის ეფექტები - აეროპორტის ხმები, თვითმფრინავის ხმაური, სირბილი, აფეთქება და ა.შ. კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო „The Travel Sequence“.
„On the Run“ | ||||
---|---|---|---|---|
კომპოზიცია — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Dark Side of the Moon | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 17 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | ივნისი 1972 - იანვარი 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:35 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი | |||
The Dark Side of the Moon – სიმღერები | ||||
|
განმეორებადი მელოდია შეიქმნა EMS-ის მიერ წარმოებულ სინთეზატორზე Synthi AKS 8 ნოტის აკრეფით, რაც შემდგომში ააჩქარეს. პერკუსიის ხმა მიიღეს ხმების გენერატორით. ამის შემდეგ უკუღმა გიტარის უკუღმა შებრუნებული ჩანაწერებიც დაუმატა. 8 ნოტიანი თანმიმდევრობა (E2, G2, A2, G2, D3, C3, D3, E3) წამში 165 დარტყმის ტემპში არის დაკრული. დასასრულს ჟღერს მხოლოდ გიტარა - აკორდი, რომელიც თან სდევს აფეთქებული თვითმფრინავის ხმას. კომპოზიციას უერთდება „Time“-ის საათის ხმები. ფილმში „Pink Floyd: Live at Pompeii“ ნაჩვენებია როჯერ უოტერსი, რომელიც ამ ნომერს ები-როუდის სტუდიაში აწყობს. დოკუმენტურ ფილმში „Classic Albums: Pink Floyd – The Making of The Dark Side of the Moon“ (2003) დეივიდ გილმორი თავად აჩვენებს, როგორ იწყობოდა ეს კომბინაცია.
კომპოზიციის ერთ-ერთი ცენტრალური მომენტია ები-როუდის სტუდიების თანამშრომლის, „ქუდიანი როჯერის“ (Roger the Hat) ფრაზა - „დღეს ვცოცხლობ, ხვალ - მოვკვდები, ასეთი ვარ“ („Live for today, gone tomorrow. That's me“) და მისივე შეშლილი სიცილი.