Brain Damage (სიმღერა)
From Wikipedia, the free encyclopedia
„Brain Damage“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Dark Side of the Moon.[1][2] მისი ავტორია როჯერ უოტერსი. თავდაპირველად სიმღერას „Lunatic“ ეწოდებოდა.
სწრაფი ფაქტები სიმღერა — პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Dark Side of the Moon ...
„Brain Damage“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Dark Side of the Moon | ||||
გამოსვლის თარიღი | 17 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | ივნისი 1972 - იანვარი 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:48 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
The Dark Side of the Moon – სიმღერები | ||||
|
დახურვა
სიმღერაში საუბარია შეშლილობაზე, რაზეც, უოტერსის თქმით, ასევე გავლენა იქონია სიდ ბარეტის თემატიკამ.
როჯერ უოტერსი:
მოლი, ნახსენები Brain Damage-ში, არის გაზონი კინგს-კოლეჯის სამლოცველოს უკან, კემბრიჯში. იქ მაისის მეჯლისი იმართებოდა. საკმაოდ წარმატებით, ყველა დათვრა.
ალბომზე The Dark Side of the Moon და საკონცერტო შესრულებების დროს კომპოზიცია ყოველთვის წარმოდგენილია ალბომის უკანასკნელი სიმღერის, „Eclipse“ თანხლებით.