დეივიდ გილმორი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Jon Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი, აქტიური მონაწილე სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში. უფრო მეტად ცნობილია[1], როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი. 2012 წლისთვის ჯგუფმა დეივიდის მონაწილეობით მსოფლიოში 250 მილიონი დისკი გაყიდა, მათ შორის - 75 მილიონი აშშ-ში.[2]
დეივიდ გილმორი | |
---|---|
დეივიდ გილმორი ტურნეს Rattle That Lock დროს, არგენტინა, 2015 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დეივიდ ჯონ გილმორი |
დაბ. თარიღი | 6 მარტი, 1946 (1946-03-06) (78 წლის) |
დაბ. ადგილი | კემბრიჯი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი არტ-როკი ბლუზ-როკი ფსიქოდელიური როკი ემბიენტი |
საქმიანობა |
გიტარისტი ვოკალისტი სიმღერების ავტორი პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
გიტარა ვოკალი ბას გიტარა ლეპ-სტილ გიტარა საქსოფონი კლავიშებიანი საკრავები ჰარმონიკა დასარტყმელი საკრავები |
აქტიური | 1963 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | EMI Columbia, Harvest, Capitol, Columbia, Sony, EMI |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
| |
საიტი | davidgilmour.com |
დეივიდ გილმორი ვიკისაწყობში |
გარდა პინკ ფლოიდთან შემოქმედებისა, გილმორი იყო მრავალი შემსრულებლის პროდიუსერი, მათ შორის - The Dream Academy. მას აგრეთვე სოლო კარიერა ჰქონდა. 2005 წელს მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის წოდება, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.[3] 2008 წლიდან იგი აგრეთვე ფლობს Q-ს ჯილდოს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[4] 2011 წელს „Rolling Stone“-მა იგი ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა.[5] გარდა ამისა, Planet Rock-ის მსმენელების 2009 წლის გამოკითხვის საფუძველზე დეივიდი იკავებს 36-ე ადგილს როკ-მუსიკის უდიდესი ვოკალისტების სიაში.[6]