დასარტყმელი საკრავები — მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ხელის, ჯოხის ან ბურთისებრი, თავზე ქეჩაგადაკრული ორი მსხვილი ხის მონაცვლეობით ან ერთდროულად დარტყმით აჟღერებენ. ამზადებენ ქვის, თიხის, ხის, ტყავის, ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლისაგან. დასარტყმელი საკრავები ორგვარია: გარკვეული სიმაღლის ბგერის მქონე — ტიმპანები, ზარები, ქსილოფონი, ფლექსატონი, ტუბაფონი, ვიბრაფონი — და საკრავები, რომელთაც გარკვეული სიმაღლის ბგერა არ გააჩნიათ — დაფი, დაფდაფი, თეფშები, ტამტამი, გონგი, სამკუთხედი, კასტანეტები, მარიმბა, დიპლიპიტო, დაირა და დოლი. დასარტყმელი საკრავების უმეტესობა საანსამბლოა, იყენებენ სიმფონიურ ორკესტრებშიც. პარტიტურაში იწერება სპილენძის საკრავებსა და არფას შორის. საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ბობღანი (დაფდაფი), დაირა (დაფი), დიპლიპიტო, დოლი, დუმბული, ლინი, სპილენძჭური, ტაბლაკი, ქოსი, წინწილა და სხვა. ამჟამად გავრცელებულია დაირა, დოლი, დიპლიპიტო. ამ საკრავებს უმეტესად ცეკვების სააკომპანემენტოდ იყენებენ. დასარტყმელ საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ; მათი მთავარი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა.

Thumb
დასარტყმელი საკრავები

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.