Dwarf Fortress
From Wikipedia, the free encyclopedia
Slaves to Armok: God of Blood, Chapter II: Dwarf Fortress (ცნობილი როგორც Dwarf Fortress) — თამაში, რომელიც გამოსცა Bay 12 Games-მა. Dwarf Fortress არის ნახევრად Roguelike თამაში და ნახევრად მშენებლობისა და მართვის სიმულატორი. თამაშის მოქმედებები ხდება გენერირებულ ფანტაზიურ მსოფლიოში, სადაც მოთამაშე მართავს დვორფების (ჯუჯების) ჯგუფს და ცდილობს ააშენოს წარმატებული და მდიდრული მიწისქვეშა ფორტი მთებში. თამაშის პროცესში მოთამაშეებს მოუწევთ სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა, როგორიცაა დამპყრობელთა ალყები, ვამპირები და სხვა ღამის არსებები, მეგა-მხეცები, ამავდროულად კი მოთამაშემ უნდა შეინარჩუნოს დვორფები ბედნიერად და უნდა შეინარჩუნონ თავიანთი ფორტი ცოცხლად. მეორე რეჟიმი, თავგადასავლების რეჟიმი მოთამაშეს ანთავსებს მსოფლიოში მის გამოსაკვლევად.
Dwarf Fortress | |
---|---|
![]() ოფიციალური ლოგო | |
დეველოპერ(ებ)ი | თარნ ადამსი |
გამომცემელი | Bay 12 Games |
ძრავა | Curses/OpenGL/SDL/FMOD |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows Mac OS X Linux |
გამოსვლის თარიღი | 8 აგვისტო, 2006[1][2] |
ჟანრ(ებ)ი |
მშენებლობის სიმულატორი ღმერთის სიმულატორი Roguelike |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი |
თარნ ადამსი ზაქ ადამსი |
ლიცენზია | უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
ვერსია | 0.42.06 / 10 თებერვალი, 2016 |
მოთხოვნილებები |
მინიმალური |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Dwarf Fortress ცნობილია როგორც რთულად ასათვისებელი თამაში. თამაშის შექმნა დაიწყო 2002 წელს და პირველად გამოვიდა 2006-ში. ის უფასოდ ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე (იხილეთ რესურსები ინტერნეტში). 2011 წლის ივლისს თარნ ადამსმა გამოაცხადა რომ თამაშის შექმნა გაგრძელდება კიდევ 20 წელი.[4] თამაშში არის სამი სათამაშო რეჟიმი: Dwarf Fortress mode, სადაც მოთამაშემ უნდა ააგოს ძლიერი დვორფების ციხესიმაგრე და დასახლება; "ავანტიურისტის რეჟიმი", რომელშიც მოთამაშემ უნდა იმოგზაუროს და გამოიკვლიოს მსოფლიო; და "ლეგენდების რეჯიმი", რომელსშიც მოთამაშეს შეეძლება გაიგოს ისტორია გარკვეულ მსოფლიოზე, ყოველ მსოფლიოს გარკვეული ლეგენდები და ისტორიები უგროვდება, რაოდენობა დამოკიდებულია ისტორიის სიგრძეზე, თუმცა ისტორია თამაშის პროცესშიც იწერება, ასევე ამ რეჟიმში არის რუკა სადაც შეიძლება არჩეული დასახლებების განვითარების ისტორიის ნახვა. მოთამაშეს მსოფლიოს შექმნამდე შეუძლია აირჩიოს მსოფლიოს მახასიათებლები, მაგალითად ზომა, ველურობა, NPC დასახლებების სიხშირე და სხვა. თამაშის ტექსტურა დაფუძნებულია ASCII-ზე, თუმცა არსებობს არაოფიციალური დამატებები რომლებიც ეხმარება ახალმბედა მოთამაშეებს და უმატებს თამაშს გრაფიკას.
იმის გამო რომ თამაშში შეუძლებელია გამარჯვება, ყველა ფორტს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ, ბოლოს მაინც რამენაირად ნადგურდება; ამან უბიძგა რომ თამაშის ფირმული ფრაზა გამხდარიყო: "წაგება სახალისოა" (Losing is fun).[5]