OpenGL
From Wikipedia, the free encyclopedia
OpenGL (Open Graphics Library) — მულტიენობრივი, მულტიპლატფორმული აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (API), რომელიც გამოიყენება ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი ვექტორული გრაფიკის გამოსახვისთვის. როგორც წესი, იგი გამოიყენება გრაფიკულ პროცესორთან ურთიერთქმედებისთვის, გამოსახვის აპარატურულად აჩქარების მისაღწევად.
OpenGL | |
---|---|
ავტორი | Silicon Graphics |
მწარმოებელი | Khronos Group |
გამოვიდა | 1992 წლის იანვარი |
ბოლო გამოშვება | 4.5 / 11 აგვისტო, 2014 |
პროგრამირების ენა | C[1] |
ოს | მულტიპლატფორმული |
პლატფორმა | მულტიპლატფორმული |
ჟანრი | 3D გრაფიკის API |
ლიცენზია | სხვადასხვა[2] |
საიტი | opengl.org |
ინტერფეისი აერთიანებს დაახლოებით 250 განსხვავებულ ფუნქცას, რომლებიც გამოიყენება რთული სამგანზომილებიანი სცენების გამოსახვისთვის. ის პოპულარულია მისი სიმარტივის, მოხერხებულობის, მოქნილობის და იმის გამო, რომ ყველა პლატფორმაზე მუშაობს. ეს ბიბლიოთეკა პოპულარულია ვიდეო თამაშებში; შესაბამისად, ის კონკურენციაშია Microsoft-ის Direct3D-სთან, რომელიც Microsoft Windows-ში ჩაშენებული DirectX-ის კომპონენტია. ის, ასევე, ბევრ სამეცნიერო აპლიკაციაშია გამოკენებული. მისი ერთ-ერთი ვარიანტი, OpenGL ES, სპეციალურად გათვლილია აპლიკაციებისთვის, რომლებიც გამოიყენება მობილურ ტელეფონებში, ჯიბის კომპიუტერებში და სხვა ჩაშენებულ სისტემებში (embedded system).