გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft-ის მიერ From Wikipedia, the free encyclopedia
Microsoft Windows ან უბრალოდ Windows (ქართ. „ფანჯრები“) — გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft.
Windows 11 (21H2) | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
წყაროს მოდელი | დახურული წყარო / გაზიარებული |
პირველად გამოვიდა | 20 ნოემბერი, 1985 , როგორც Windows 1.0 |
უახლესი ნიმუში |
23H2 (10.0.22631.2428) (10 ოქტომბერი, 2023[1][2]) [±]
23H2 (10.0.22635.2486) (19 ოქტომბერი, 2023[3]) [±]
10.0.23570.1000 (18 ოქტომბერი, 2023[4]) [±]
|
მარკეტინგული სამიზნე | პერსონალური კომპიუტერები |
ხელმისაწვდომი ენები | 110 ენა ენა |
პაკეტების მენეჯერი | Windows Installer (.msi), Windows Store (.appx)[6] |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
ARM, IA-32, Itanium, x86-64, DEC Alpha, MIPS, PowerPC |
ბირთვის ტიპი |
|
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
Windows-ის გარსი |
ლიცენზია | დაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა |
ოფიციალური საიტი | microsoft.com/en-gb/windows |
MS Windows წარმოადგენს ოპერაციული სისტემის სახეობას. მისი ზოგადი კონცეფცია მდგომარეობს მაქსიმალურ უნიფიცირებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ ახალი პროგრამების გარჩევისას საჭირო არ არის ტექნიკისა და მართვის ხერხების ხელახალი ათვისება. Windows-დან ნებისმიერი პროგრამის გაშვებისას მუშაობა წარმოებს მსგავსი წესებით და ყველა პროგრამას აქვს იდენტური გაფომრბა. Windows-ში შესაძლებელია მონაცემების გადატანა პროგრამებს შორის. ეს ოპერაცია სრულდება მეხსიების გაცვლის ბუფერის (Clipboard) საშუალებით, რომელიც საერთოა როგორც თვით Windows-თვის, ასევე მასში გაშვებული ყველა პროგრამისათვის.
Windows-ის ეკრანი შეიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს. სამუშაო მაგიდა (Desktop) — არე რომელსაც უკავია მთელი ეკრანი. მასზე გამოსახულია სტანდარტული და ხშირად გამოსაყენებელი პროგრამების ნიშნები, მაგალითად:
Windows-ში სამუშაოდ გამოიყენება ძირითადად როგორც მაუსი, ასევე კლავიატურაც. ყოველი მაუსის მოქმედება შესაძლებელია შესრულდეს ასევე კლავიატურის საშუალებითაც. მაგალითად რომელიმე პროგრამის გამორთვა მაუსის ერთხელ X ღილაკზე დაკლიკებით, ხოლო კლავიატურით კი კლავიშები Alt+F4-ით სრულდება. პროგრამის ჩართვა პროგრამის იარლიყზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაკლიკებით ან კლავიატურაზე Enter-ის დაჭერით ხდება.
Microsoft-მა პასუხად გრაფიკული გარსებისადმი მზარდ ინტერესზე 1985 წლის 20 ნოემბერს წარადგინა Windows, MS-DOS-ის გარსის სახით.[7] Microsoft Windows იქცა დომინირებად ოპერაციულ სისტემად პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი ფლობს ამ სფეროში ბაზრის წილის 90 %-ს, რითაც წინ უსწრებს პირველად 1984 წელს წარდგენილ Mac OS-ს.
2014 წლის აპრილისთვის პერსონალური კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისთვის, სერვერული კომპიუტერებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის არსებული ოპერაციული სისტემებია Windows 8.1, Windows Phone 8.1, Windows Server 2012 R2 და Windows Embedded 8.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.