Radiohead-ის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Amnesiac — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეხუთე ალბომი, რომელიც 2001 წლის 5 ივნისს გამოვიდა. იგი ჩაიწერა პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩის ხელმძღვანელობით.
Amnesiac | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 5 ივნისი, 2001 | |||
ჩაიწერა | იანვარი 1999 – 2000 წლის ბოლომდე | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 43:55 | |||
ლეიბლი | Parlophone, Capitol | |||
პროდიუსერი | Radiohead, ნაიჯელ გოდრიჩი | |||
Radiohead — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Amnesiac | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 75/100 [1] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [2] |
რობერტ კრისტგოუ | [3] |
Entertainment Weekly | C+[4] |
The Guardian | [5] |
NME | 8/10 |
Pitchfork Media | 9.0/10[6] |
Rolling Stone | [7] |
Slant Magazine | [8] |
Sputnikmusic | [9] |
Spin | 7/10[10] |
ჩრდ. ამერიკაში მოწყობილი ტურების დროს Radiohead ალბომის Kid A გარდა ასრულებდა იმ სიმღერებს რომლებიც გამოშვებული არ ჰქონდა. სწორედ ამ კომპოზიციებმა უბიძგეს ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერისკენ, რომელშიც Kid A-ს სესიების დროს შექმნილი კომპოზიციები შევიდოდა. ასეც მოხდა — 2001 წლის ივნისში გამოსული Amnesiac სწორედ ამ ტრეკებით იქნა დაბოქს-სეტებული. მიუხედავად იმისა რომ Amnesiac წინა ალბომის მსგავსად და გაგრძელებად ითვლება, (მაგალითად, ორივე ალბომში შესული “Morning Bell” რომელიც განსახვავებული ინტერპეტაციითაა წარმოდგენილი )მისი სტილი მაინც განსხვავებულია – აქ ვანგარდულ ელექტრონიკას და არტ-როკს უფრო მეტი ჯაზის ელემენტები ემატება, რაც სიმღერის მელოდიურობას უზრუნველყოფს. ორივე ფსიქოდელიურ ალბომში გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ჯონი გრინვუდის XX საუკუნის კლასიკური მუსიკით.
თავად ტომ იორკმა ალბომის ძირითადი არსი და სათაურის ქვეტექსტი შემდეგნაირად განმარტა: “მე წავიკითხე თუ რად მიაჩნდათ აგნოსტიკოსებს ადამიანის დაბადება – როდესაც ვიბადებით, გვაიძულებენ დავივიწყოთ საიდან მოვდივართ, რათა ის ტრავმა გადავიტანოთ რაც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ახლავს თან. ეს აზრი მართლა მომეწონა. რაღაც დავიწყებათა მდინარეს ჰგავს. შეიძლება [ეს ალბომი] იმავე დროს ჩაიწერა .... მაგრამ სულ სხვაგვარი წარმოშობა აქვს. ეს იმას ჰგავს, როცა ძველისძველ ზანდუკს იპოვი ვიღაცის სხვენზე და არც ის ადგილი გახსოვს კარგად, რომლისკენაც მინიშნებებს, რუკებს, ნახატებსა თუ დახასიათებებს მიჰყავდი”. სწორედ აქედან მოდის ალბომის სათაური “Amnesiac” - მის გარეკანზე კი ტომ იორკის ნახატია აღბეჭდილი. ალბომი მიეძღვნა “ნოას და ჯემის” – ტომ იორკისა და ფილ სელუეის შვილებს, რომლებიც Kid A-სა და Amnesiac-ს ჩაწერის შორის დაიბადნენ.
1997 წლის შემდეგ Radiohead-მა პირველად გამოუშვა სინგლი სახელწოდებით “Pyramid Song” რომელიც პიანინოზე შესრულებულ ბალადას წარმოადგენს. სინგლმა ბრიტანეთის საუეკეთესო ათეულში #5 პოზიცია დაიკავა, რასაც სულ მალე გიტარაზე შემქნილი “Knives Out” დაემატა. მართალია ალბომს ერთხაზოვნების დარღვევისა და უსაზღვრო მუსიკალური თავისუფლებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება, ისევე როგორც კომერციული მოგება. Amnesiac-ს გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა მსოფლიო ტური წამოიწყო ჩრდ. ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში. ასევე ამ პერიოდში გამართეს ზაფხულის მინი-ფესტივალი მშობლიურ ოქსფორდში, რაც პირველი აღმოჩნდა მიღწეული დიდების შემდეგ. კონცერტში მოწვეული იყვნენ ცნობილი ჯაზმენები, რომლებმაც Amnesiac-ს ბოლო ტრეკზე – “Life in a Glasshouse” – ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია შეასრულეს. ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა ალბომი “I Might Be Wrong: Live Recordings”, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონცერტებზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს (ალბომებიდან Kid A და Amnesiac).
ყველა სიმღერის ავტორი — Radiohead.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Packt Like Sardines in a Crushd Tin Box“ | 4:00 |
2. | „Pyramid Song“ | 4:49 |
3. | „Pulk/Pull Revolving Doors“ ([note 1]) | 4:07 |
4. | „You and Whose Army?“ | 3:11 |
5. | „I Might Be Wrong“ | 4:54 |
6. | „Knives Out“ | 4:15 |
7. | „Morning Bell/Amnesiac“ | 3:14 |
8. | „Dollars and Cents“ | 4:52 |
9. | „Hunting Bears“ | 2:01 |
10. | „Like Spinning Plates“ | 3:57 |
11. | „Life in a Glasshouse“ | 4:34 |
სპეციალური საკოლექციო გამოცემა, დისკი 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Amazing Sounds of Orgy“ | 3:38 |
2. | „Trans-Atlantic Drawl“ | 3:01 |
3. | „Fast-Track“ | 3:17 |
4. | „Kinetic“ | 4:06 |
5. | „Worrywort“ | 4:37 |
6. | „Fog“ | 4:04 |
7. | „Cuttooth“ | 5:23 |
8. | „Life in a Glasshouse“ (full length version) | 5:08 |
9. | „You and Whose Army?“ (ჩაწერილია ცოცხლად Canal+ Studios-ში, პარიზი) | 3:18 |
10. | „Packt Like Sardines in a Crushd Tin Box“ (ჩაწერილია ცოცხლად Canal+ Studios-ში, პარიზი) | 3:04 |
11. | „Dollars & Cents“ (ჩაწერილია ცოცხლად Canal+ Studios-ში, პარიზი) | 4:41 |
12. | „I Might Be Wrong“ (ჩაწერილია ცოცხლად Canal+ Studios-ში, პარიზი) | 4:55 |
13. | „Knives Out“ (ჩაწერილია ცოცხლად Canal+ Studios-ში, პარიზი) | 4:22 |
14. | „Pyramid Song“ (ჩაწერილია ცოცხლად Canal+ Studios-ში, პარიზი) | 5:07 |
15. | „Like Spinning Plates“ (ცოცხალი) | 3:52 |
სპეციალური საკოლექციო გამოცემა, DVD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Pyramid Song“ | |
2. | „Knives Out“ | |
3. | „I Might Be Wrong“ | |
4. | „Push Pulk/Spinning Plates“ | |
5. | „Pyramid Song“ (ჩაწერილია ცოცხლად Top of the Pops-ში) | |
6. | „Knives Out“ (ჩაწერილია ცოცხლად Top of the Pops-ში) | |
7. | „Packt Like Sardines in a Crushd Tin Box“ (ჩაწერილია ცოცხლად Later with Jools Holland-ში - 9 ივნისი 2001) | |
8. | „Knives Out“ (ჩაწერილია ცოცხლად Later with Jools Holland-ში - 9 ივნისი 2001) | |
9. | „Life in a Glasshouse“ (ჩაწერილია ცოცხლად Later with Jools Holland-ში - 9 ივნისი 2001) | |
10. | „I Might Be Wrong“ (ჩაწერილია ცოცხლად Later with Jools Holland-ში - 9 ივნისი 2001) |
ჩარტი (2001) | Peak position |
---|---|
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[11] | 2 |
კანადის ალბომები (ბილბორდი)[12] | 1 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[13] | 1 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[14] | 2 |
გერმანიის ალბომები (Media Control)[15] | 2 |
იტალიის ალბომები (FIMI)[16] | 2 |
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[17] | 3 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[18] | 6 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[19] | 1 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[20] | 2 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[21] | ოქრო | 35 000^ |
კანადა (Music Canada)[22] | პლატინა | 100 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[23] | ოქრო | 100 000* |
აშშ (RIAA)[24] | ოქრო | 500 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[25] | პლატინა | 300 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.