ხოცვა-ჟლეტა 1920 წლის 22 მარტიდან26 მარტამდე გრძელდებოდა, საფუძვლად კი ედო კონფლიქტი ტერიტორიის საკუთრებაზე, რომელზეც პრეტენზიას სომხეთიც და აზერბაიჯანიც აცხადებდნენ. შედეგად შუშის სომეხი მოსახლეობა სრულად განადგურდა და დაინგრა მათი საცხოვრებელი ნაწილი.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სადავო გახდა ორ ახლად დაარსებულ სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის. ყარაბაღის უდიდესი დასახლება და რეგიონის დედაქალაქი შუშა, რომელიც დასახლებული იყო ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეებით, დავის ეპიცენტრში მოექცა.
1919 წლის 15 იანვარსაზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში ყარაბაღის ტერიტორიის ანექსიის შესახებ გამოაცხადა და მის გენერალ-გუბერნატორად ხოსროვ ბეკ სულთანოვი[13] გამოაცხადა, რომელიც პანთურქიზმის მიმდევარი და თურქული ერთობისა და პროგრესის კომიტეტის წევრი იყო. ბრიტანეთი (რომელსაც მცირე რაზმები ჰყავდა შუშის ტერიტორიაზე) დათანხმდა სულთანოვის დანიშვნას, თუმცა განაცხადა, რომ ტერიტორიის მფლობელობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ საზავო კონფერენციაზე მიიღებოდა.
სულთანოვის დანიშვნის საპასუხოდ ყარაბაღის სომხურმა გენერალურმა ასამბლეამ (სომხეთის გენერალურმა საბჭომ ყარაბაღში) 19 თებერვალს შეხვედრა გამართა, უარყო აზერბაიჯანის ყველა პრეტენზია ყარაბაღზე და განაცხადა, რომ ეს ტერიტორია სომხეთის განუყოფელი ნაწილია[14].
191913 აპრილს ყარაბაღის ეროვნული საბჭო ისევ შეიკრიბა შუშაში და უარყო აზერბაიჯანის მოთხოვნა სუვერენიტეტზე, თითქოს ისინი ითხოვდნენ თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობას. ამის შემდეგ ადგილობრივი აზერბაიჯანელების რაზმმა შუშის სომხური მოსახლეობა ალყაში მოაქცია და მათგან ციხის დათმობა მოითხოვა. დაიწყო სროლაც, თუმცა ბრიტანელების შუამდგომლობის შემდეგ სომხები დათანხმდენ ციხის აზერბაიჯანელებისთვის გადაცემას[13].
1919 წლის 4-5 ივნისს შუშაში შეტაკებები მოხდა, სომეხ და აზერბაიჯანელ მაცხოვრებლებს შორის, ამის გამო სულთანოვმა დაიწყო შუშის სომხური ნაწილის ბლოკადა. ამერიკელმა ექთნებმა, რომლებიც შუშაში მუშაობდნენ, დაწერეს თათრების მიერ 700 ქრისტიანი მცხოვრების მკვლელობის შესახებ[15]. ცეცხლი სწრაფად შეწყდა მას შემდეგ, რაც სომხები დათანხმდნენ სულთანოვის გუბერნატორობას, სომხურმა ეროვნულმა საბჭომ კი დატოვა შუშა. თუმცა ახალი ძალადობრივი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც ივნისის შუა რიცხვებში 2000-მდე შეიარაღებული აზერბაიჯანელი თავს დაესხა მეზობელი სოფლების სომხურ მოსახლეობას, გაძარცვეს და დაწვეს სომხური სოფლები და დაახლოებით 600 სომეხი მოკლეს[13].
1919 წლის 13 აგვისტოს შუშაში დაიწყო სომხეთის მეშვიდე კონგრესი, რომელიც 22 აგვისტოს შეთანხმებით დაგვირგვინდა. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღი უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში, სანამ საბოლოოდ არ გაირკვეოდა მისი სტატუსი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.
1920 წლის 19 თებერვალს სულთანოვმა წარადგინა მოთხოვნა სომხეთის ეროვნულ საბჭოში, რომ სასწრაფოდ დაემტკიცებინათ ყარაბაღის საბოლოოდ გადაცემა აზერბაიჯანისთვის[16]. საბჭოს მერვე კონგრესი 23 თებერვლიდან4 მარტამდე მიმდინარეობდა, მათ განაცხადეს რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 22 აგვისტოს შეთანხმება და გააფრთხილა ისინი რომ განმეორებით შემთხვევაში ყარაბაღის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებდნენ[16]. მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებმა კი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს[17].
აჯანყება
რიჩარდ ოვანისიანის თქმით ხანქენდისთან დამარცხებამ ჩაკეტა გზა შუშისკენ, როგორც დაგეგმილი იყო ვარანდის მილიცია შუშაში 22 მარტის საღამოს შევიდა, რომ მიეღო ანაზღაურება და მიელოცა გენერალ-გუბერნატორისთვის ნოვრუზი. იმავე ღამეს, დაახლოებით 100 შეიარაღებული კაცი, რომელთაც ნერსეს აზბეკიანი ხელმძღვანელობდა, ქალაქში შეუმჩნევლად შევიდა, რათა განეიარაღებინათ აზერბაიჯანელები. თუმცა ყველაფერი ჩაიშალა, რადგან მილიციელებმა მთელი ღამე დღესასწაულის აღნიშვნაში გაატარეს, ბევრი დალიეს და პოზიციები დროულად ვეღარ დაიკავეს. ნერსესის ჯგუფმა მილიციელებთან დაკავშირება ვეღარ მოახერხა და ცეცხლი გახსნა. სროლამ აზერბაიჯანელები გამოაფხიზლა და მათ შეიარაღება დროულად მოახერხეს. სომხურ მილიციას კი საკუთარი დავალება შესრულებული არ ჰქონდა. სროლა გათენებამდე გაგრძელდა, ვიდრე აზერბაიჯანელები შეიტყობდნენ, რომ ხანქენდისთან ბრძოლა მათ სასარგებლოდ დასრულდა. აზერბაიჯანელებმა შუშის სომხურ ნაწილში შესვლა დაიწყეს. ღამით განვითარებულმა მოვლენებმა შუშის სომეხი მოსახლეობა შეაშინა და რამდენიმე ათასმა მოსახლემ ქალაქის გარეუბანს მიაშურა თავდასაცავად.
აუდრეი ალტსტადსი წერს: როგორც ბრიტანელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, მოკავშირე ძალებმა, რომლებიც რეგიონში იმყოფებოდნენ გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღის პოლიცია თანაბარი რაოდენობის სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან უნდა შექმნილიყო. თუმცა 1920 წლის მარტშისომხურმა ნაწილმა აზერბაიჯანელების დახოცვა გადაწყვიტა ნოვრუზის აღნიშვნის დროს[18].
რიჩარდ ოვანისიანის თქმით:
„აზერბაიჯანის ჯარები, რომელთან აზერბაიჯანელი მოსახლეობაც შეუერთდა, ქალაქის სომხურ ნაწილში შევიდა და ყველაფერი გადაწვა. 23 მარტიდან26 მარტის ჩათვლით 2000-მდე შენობა დაიწვა, მათ შორის: ეკლესია-მონასტრები, კულტურული ნაგებობები, სკოლები, ბიბლიოთეკები, ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ცენტრი. ეპისკოპოსი ვაჰან ტერ-გრეგორიანი სასტიკი წამებით მოკლეს, ჯერ ენა მოაჭრეს, შემდეგ თავი მოკვეთეს და მის გვამს ქუჩებში აღლუმისას ატარებდნენ. პოლიციის უფროსი ავეტის ტერ-ღუკასიანი ცოცხლად დაწვეს. საბოლოოდ ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი 500-მდე სომეხი გახდა[19].“
„დაიწყო დაუნდობელი ხოცვა დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცებისაც კი. ყველა სომეხი განურჩევლად კვდებოდა ... ლამაზ სომეხ გოგონებს ჯერ აუპატიურებდნენ და შემდეგ კლავდნენ. ხოსროვ-ბეი სულთანოვის ბრძანებით ექვს დღეში სომხური ნაწილში ყველა სახლი დაანგრიეს, გაძარცვეს და შეურაცყვეს საფლავები.“
ისტორიამ შემოინახა ჩანაწერი სადაც, სულთანოვი ჯიჰადზე საუბრობს და მოუწოდებს აზერბაიჯანელებს სომხების სრული განადგურებისკენ განურჩევლად სქესისა და ასაკისა[20].
საბჭოთა ენციკლოპედიის (1970 წლის მესამე გამოცემა) მიხედვით ამ მოვლენებმა 2096 მოსახლე იმსხვერპლა და მხოლოდ რამდენიმე სომხური ოჯახი გადარჩა[21].
ნადეჟდა მანდელშტამი ქალაქ შუშაზე წერს:
„ამ ქალაქში, რომელიც მანამდე შესანიშნავი იყო ყველა მხრივ, ახლა მხოლოდ კატასტროფის ნიშნები იმჩნეოდა. ამბობენ, რომ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ყველა ჭა სავსე იყო გვამებით. ქალაქში კი აღარავინ დარჩენილიყო გარდა ცენტრში მოზეიმე მუსლიმებისა[22].“
მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დაუზუსტებელია[26][27], თუმცა სავარაუდოდ შუშის ხოცვა-ჟლეტას 20 000-30 000 სომეხი ემსხვერპლა[28][29][30][31][32], ქალაქის სომხური ნაწილი კი სრულიად განადგურდა.
Armenia, Armenia: about the country and the people from the Biblical times to our days, a reference-book, by V. Krivopuskov, V. Osipov, V. Alyoshkin and others, ed. V.V. Krivopuskov, Third ed., revised and expanded. Moscow, Golos-Press, 2007. P. 30-31.
Michael P. Croissant. The Armenia-Azerbaijan Conflict: Causes and Implications. Greenwood Publishing Group, 1998. ISBN 0275962415, 9780275962418, p. 17
Edward Thomas Devine, Paul Underwood Kellogg, The Survey, Volume 43, Survey Associates, Charity Organization Society of the City of New York, 1920, p. 346 "...caused a recent exodus of over two thousand Armenians form Shusha (survivors of a Tartar post-war massacre there) through hostile villages to the nearest rail point..."
S. Neil MacFarlane, Oliver Thränert,, Balancing hegemony: the OSCE in the CIS, Centre for International Relations, 1997, p. 71 "Another event of the period was the massacre in March 1920 of Armenians in Shusha, the historic centre of Karabakh, which shifted its ethnic status from an Armenian-dominated town to an Azeri-dominated one."
Brook, Stephen(1993). Claws of the crab: Georgia and Armenia in crisis, გვ. 326.„In the 1920s a massacre of Armenians led to an Azeri majority in the town.“
Chorbajian, Levon(1994). The Caucasian Knot: The History & Geopolitics of Nagorno-Karabagh.London: Zed Books, გვ. 141. ISBN9781856492881.„The city of Shushi, formerly the third largest city in Transcaucasia, saw its Armenian population decimated by the massacre of March 1920.“
(რუსული) A. Zubov, Политическое будущее Кавказа: опыт ретроспективно-сравнительного анализа (Political future of the Caucasus),"Znamiya" journal, 2000, #4 "Британская администрация почему-то передала населенные армянами уезды Елизаветпольской губернии под юрисдикцию Азербайджана. Британский администратор Карабаха полковник Шательворт не препятствовал притеснениям армян, чинимым татарской администрацией губернатора Салтанова. Межнациональные трения завершились страшной резней, в которой погибла большая часть армян города Шуши. Бакинский парламент отказался даже осудить свершителей Шушинской резни, и в Карабахе вспыхнула война." "British administrator of Karabakh colonel Shuttleworth didn't impede the discrimination of Armenians by Tatarian administration of governor Saltanov. The national clashes ended by the terrible massacres in which the most of Armenians in Shusha town perished. The Parliament in Baku refused even condemn the accomplishers of the massacres in Shusha and the war was started in Karabakh."
Situation des réfugiés et déplacés d’origine arménienne sur le territoire de l’ex-Union soviétiqueFrench(PDF).Commission des recours des refugies.ციტატა: „De 1918 à 1920, les républiques indépendantes d’Arménie et d’Azerbaïdjan se sont disputées le contrôle du Karabagh, pour des raisons symboliques et stratégiques. Des pogroms et des incendies anéantissent le quartier arménien de Chouchi en février 1920.“
The Armenian People from ancient to modern times, ed. by prof. Richard G. Hovannisian, USA, 1997, Vol. II, p. 318: «Finally, in August 1919, the Karabagh National Assembly yielded to provisional and conditional Azerbaijani jurisdiction. The twenty-six conditions strictly limited the Azerbaijani administrative and military presence in the region and underscored the internal autonomy of Mountainous Karabagh. Violations of those conditions by Azerbaijan culminated in an abortive rebellion in March 1920. In retribution, the Azerbaijani forces burned the beautiful city of Shushi, hanged Bishop Vahan, and massacred much of the population. It was the end of Armenian Shushi.»
Институт Истории АН Армении, Главное архивное управление при СМ Республики Армения, Кафедра истории армянского народла Ереванского Государственного Университета. Нагорный Карабах в 1918-1923 гг. Сборник документов и материалов. Ереван, 1992. Документ №443: из письма члена компартии Азербайджана Оджахкули Мусаева правительству РСФСР. стр. 638-639 (Institute of History of the Academy of sciences of Armenia, the Main archival department at Ministerial council of Republic Armenia, Faculty of history of Armenian people of the Yerevan State University. Nagorny Karabakh per 1918-1923. Collection of documents and materials. Yerevan, 1992. The document №443: from the letter of a member of communist party of Azerbaijan Ojahkuli Musaev to the government of RSFSR. рр. 638-639)
Great Soviet Encyclopedia, vol. 17, London, Collier Macmillan, 1973, p. 301. quoted by Tim Potier. Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia, and South Ossetia: A Legal Appraisal. ISBN 90-411-1477-7
The Nagorno-Karabagh Crisis:A Blueprint for Resolution(PDF).Public International Law & Policy Group and the New EnglandCenter for International Law & Policy(June 2000).ციტატა: „In August 1919, the Karabagh National Council entered into a provisional treaty agreement with the Azerbaijani government. Despite signing the Agreement, the Azerbaijani government continuously violated the terms of the treaty. This culminated in March 1920 with the Azerbaijanis' massacre of Armenians in Karabagh's former capital, Shushi, in which it is estimated that more than 20,000 Armenians were killed.“
Russian analysts Igor Babanov and Konstantin Voevodsky write that "On March, 1920, during the occupation of Shusha town, 30 thousand Armenians were massacred". / Игорь Бабанов, Константин Воеводский, Карабахский кризис, Санкт-Петербург, 1992
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.