ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
შოთა არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. შოთას ძმები, არჩილ და რევაზ არველაძეები აგრეთვე ფეხბურთელები იყვნენ.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | შოთა არველაძე | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–1991 | მართვე თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1990–1993 | დინამო თბილისი | 75 | (62) |
1993–1997 | ტრაბზონსფორი | 96 | (61) |
1997–2001 | აიაქსი | 96 | (55) |
2001–2005 | რეინჯერსი | 95 | (44) |
2005–2007 | ალკმარი | 60 | (36) |
2007–2008 | ლევანტე | 4 | (0) |
სულ | 426 | (258) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–2007 | საქართველო | 61 | (26) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2008–2010 | ალკმარი (თანაშემწე) | ||
2010–2012 | ქაისერისფორი | ||
2012–2015 | ქასიმფაშა | ||
2015 | ტრაბზონსფორი | ||
2016–17 | მაკაბი თელ-ავივი | ||
2017–2020 | ფახთაქორი ტაშკენტი | ||
2022 | ჰალ სიტი | ||
2023–2024 | ფათიჰ ქარაგუმრუქი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
თავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში". არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსში“ და „ალკმარში“. „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსი" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო ვინც ეს წოდება მოიპოვა.
შოთა არველაძე უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს.
ადგილი | მოთამაშე | გოლი |
---|---|---|
1 | ჰენრიკ ლარსონი | 40 |
2 | იურგენ კლინსმანი | 29 |
3 | რადამელ ფალკაო | 29 |
4 | შოთა არველაძე | 27 |
5 | ალესანდრო ალტობელი | 25 |
6 | კლას-იან ჰუნტელაარი | 25 |
7 | მლადენ პეტრიჩი | 24 |
8 | კლაუდიო პისარო | 24 |
9 | იუპ ჰაინკესი | 23 |
10 | მარტინ ჩივერსი | 22 |
11 | დიტერ მიულერი | 22 |
12 | კარლ-ჰაინც რუმენიგე | 22 |
არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.
საქართველო | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1992 | 2 | 1 |
1994 | 6 | 3 |
1995 | 6 | 2 |
1996 | 5 | 0 |
1997 | 6 | 5 |
1998 | 5 | 0 |
1999 | 3 | 3 |
2000 | 3 | 0 |
2001 | 6 | 1 |
2002 | 2 | 1 |
2003 | 4 | 3 |
2004 | 4 | 0 |
2005 | 3 | 1 |
2006 | 5 | 5 |
2007 | 1 | 1 |
ჯამში | 61 | 26 |
არველაძის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, როდესაც „ალკმარში“ ლუის ვან გალის თანაშემწედ დაინიშნა. აქ არველაძემ ორი წელი იმუშავა, ხოლო 2010 წლიდან გახდა თურქული კლუბის, „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი, „ქაისერისფორი“ არველაძემ 2012 წელს დატოვა.[1] 2012 წლის 8 ოქტომბრიდან „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელია.[2] 2015 წლის 13 მარტს არველაძე „ქასიმფაშას“ მწვრთნელობიდან გადადგა. „კონიასპორთან“ მატჩის პირველ ნახევარში რაიან ბაბელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მასპინძლები გაჩერდნენ, თუმცა „ქასიმფაშას“ მოთამაშეებმა ბურთი მოიპოვეს, თამაში არ შეწყვიტეს და ანგარიში გახსნეს. ამის გამო, არველაძემ მისი გუნდის ფეხბურთელებს მოუწოდა „კონიასპორის“ მოთამაშეებისთვის საშუალება მიეცათ გოლი გაეტანათ და ანგარიში გაეთანაბრებინათ. მატჩის დასრულების შემდეგ არველაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.[3] 2015 წლის ივლისში 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ტრაბსონსფორთან“, რომლის რიგებშიც 1993–1997 წლებში გამოდიოდა.[4]
2017 წლიდან იყო ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი. 2019 წლის 25 დეკემბერს შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.[5] 2019 წლის სეზონში „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. შოთასთან ერთად „ფახთაქორში“ გოჩა ტყებუჩავა და არჩილ არველაძე მუშაობდნენ.[6] 2020 წლის 23 სექტემბერს COVID-19 დაუდასტურდა.[7] 2020 წლის 20 დეკემბერს დატოვა „ფახთაქორის“ მწვრთნელის თანამდებობა.[6]
2022 წლის 27 იანვარს ინგლისურ გუნდ „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[8]
2023 წლის 12 დეკემბერს შოთა არველაძე სტამბულის საფეხბურთო კლუბ „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. „ფათიჰ ქარაგუმრუქმა“ მთავარი მწვრთნელი ალფარსლან ერდემი „ანტალიასპორთან“ წაგების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ შავ-წითლებმა განაცხადეს, რომ შოთა არველაძესთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.[9][10] „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე შოთა არველაძემ მწვრთნელის რანგში 373 მატჩი ჩაატარა, აქედან მისმა გუნდებმა 189-ჯერ მოიგეს, 76-ჯერ ფრედ ითამაშეს და 108 მატჩი წააგეს.[11] თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, სტუმრად „ტრაბზონსპორთან“ 1:5 დამარცხების (9 მარტი, 2024) შემდეგ შოთა არველაძე „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „გუნდისგან მეტს მოელოდა“. არველაძის ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 8 წააგო.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.