From Wikipedia, the free encyclopedia
ყურანი (არაბ. القرآن ალ–ყურ`ან „საკითხავი“ القرآن القودس ალ-ყურ`ან ალ–ყუდუს „წმიდა საკითხავი“) — ისლამის წმიდა წიგნი. მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს (მექასა და მედინაში 610-632) წარმოთქმული ქადაგებები. დაწერილია არაბულ ენაზე. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. ყველაზე დიდი სურაა ალ-ბაყარაჰ მე-2 სურა, რომელიც 286 აიისგან შედგება, ყველაზე მცირეა ალ-ქავსარი, 108-ე სურა, რომელიც 3 აიისგან შედგება.
|
მუსლიმებისთვის ყურანი აწესებს ცხოვრების წესსა და დოგმებს. ყურანში მოიხსენიება წინასწარმეტყველები ადამი, ნოე (ნუჰი), აბრაამი (იბრაჰიმი), მოსე (მუსა), დავითი (დავუდი), იესო (ისა) და სხვანი. ყურანი მკვეთრად უპირისპირდება სამებას და აღიარებს ღმერთის (ალაჰის) ერთადერთობას „ლა ილაჰა ილლა ალლაჰ“. ასევე ყურანი მოიცავს მეტად სამეცნიერო ფაქტებს, რომელიც მეშვიდე საუკუნეში ჯერ კიდევ უცნობი იყო კაცობრიობისათვის (ყურანი, 23-ე სურა; XII-XIII მუხლები. 41-ე სურა XII მუხლი და ა.შ.). მთელი წმინდა წიგნების ისტორიაში პირველადაა ადამიანთა წარმომავლობის, ეროვნებისა და კანის ფერის მიხედვით განსხვავებების უარყოფა (ყურანი, 49-ე სურა; 13-ე მუხლი).
ყურანი დღესაც რჩება როგორც ერთადერთ წმიდა წიგნად, რომელშიც მე-7 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული არ შეცვლილა არც ერთი წერტილი და ასობგერა. მაჰმადიანები თვლიან ყურანს ყოველი წმინდა წერილის დასასრულად და ყოველი მუსლიმანი ვალდებულია ყურანის წინ მოსული წმინდა წიგნები, როგორიცაა თორა და ბიბლია (ინჯილი), ასევე მრავალი სხვა მანუსკრიპტები აღიაროს და იწამოს მათი რეალურობა.
1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
2. ქება ალაჰს, უფალს სამყაროთა,
3. მოწყალესა, მწყალობელსა.
4. სამსჯავროს დღის მბრძანებელსა.
5. მხოლოდ შენა გმონებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას.
6. გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით;
7. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება; არა – შერისხულთა და არცა – გზააბნეულთა.
სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
1. ალიფ, ლამ, მიმ, 2. ეს წიგნი – ეჭვი არ არის მასში – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის; 3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგრებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ. 4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე; რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ. 5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.
არსებობს ყურანის ქართული თარგმანები. 1905 წელს ყურანი პეტრე მირიანაშვილმა გადათარგმნა ფრანგული ენიდან, 2006 წელს — გიორგი ლობჟანიძემ, 2012 წელს — რეზო მიქელაძემ, ხოლო 2013 წელს — იმამყული ბათუანმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.