![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/Vue_de_l%2527Aqua-Park_-_Tachkent.jpg/640px-Vue_de_l%2527Aqua-Park_-_Tachkent.jpg&w=640&q=50)
უზბეკეთის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის მზად არის, თანდათანობით გადავიდეს საბაზრო ეკონომიკაზე. ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმის პროგრესი იყო ფრთხილი, მაგრამ საერთო ჯამში, უზბეკეთმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი მიღწევები. მთავრობა წარმატებით ებრძვის, რომ აღმოფხვრას უფსკრული შავ ბაზარსა და გაცვლით კურსს შორის, ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შემოღებით. მთავრობის შემაკავებელი სავაჭრო რეჟიმი და ზოგადად ინტერვენციონისტული პოლიტიკა, კვლავაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. არსებითი სტრუქტურული რეფორმა საჭიროა, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება უცხოელი ინვესტორებისთვის, საბანკო სისტემის გაძლიერება და სოფლის მეურნეობის სექტორის განთავისუფლება სახელმწიფო კონტროლისგან. დარჩენილი შეზღუდვები, ვალუტის კონვერტაციის მოცულობის კონტროლი და მთავრობის სხვა ზომები, რომ გააკონტროლოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მძიმე შეზღუდვები იმპორტზე და სპონტანურად საზღვრების დახურვა უზბეკეთის მეზობელ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან, გამოიწვია საერთაშორისო კრედიტორი ორგანიზაციების მიერ კრედიტების გაცემის შეჩერება.
უზბეკეთის ეკონომიკა | |
---|---|
![]() | |
ვალუტა | უზბეკური სუმი = 100 ტიინი |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი |
სავაჭრო ორგანიზაციები | დსთ, ეთო; დამკვირვებელი მსო-ში. |
სტატისტიკა | |
მშპ (ნომინალი) | $170.3 მილიარდი (2014) |
მშპ (მუპ) | $170.3 მილიარდი (2014) |
მშპ ზრდა | 7% (2014) |
მშპ ერთ სულზე | $5,600 (2014) |
მშპ სექტორით | სოფლის მეურნეობა 18.5%, ინდუსტრია 32%, მომსახურება 49.5% (2014) |
ინფლაცია | 12.1% (2014) |
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ |
17% (2011) |
Gini index | 36.8 (2003) |
შრომითი რესურსი | 17.24 მილიონი (2014) |
შრომითი რესურსი საქმიანობით |
სოფლის მეურნეობა 25.9%, ინდუსტრია 13.2%, მომსახურება 60.9% (2012) |
უმუშევრობა | 4.9% ოფიციალურად, პლუს კიდევ 20% უმუშევარი (2014) |
მრეწველობის მთავარი დარგები | ტექსტილი, საკვების გადამუშავება, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, სამთო, ქიმია |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $13.32 მილიარდი (2014) |
საქონლის ექსპორტი | ენერგეტიკული პროდუქცია, ბამბა, ოქრო, მინერალური სასუქები, შავი და ფერადი ლითონები, საკვები პროდუქტები, ავტომობილები |
ძირითადი პარტნიორები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
იმპორტი | $12.5 მილიარდი (2014) |
საქონლის იმპორტი | მანქანები და მოწყობილობები, კვების პროდუქტები, ქიმიკატები, შავი და ფერადი ლითონები |
სავაჭრო პარტნიორები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | $8.751 მილიარდი (31 დეკემბერი 2014) |
შემოსავლები | $18.67 მილიარდი (2014) |
გასავლები | $19.27 მილიარდი (2014) |
ეკონომიკური დახმარება | $172.3 მილიონი აშშ-სგან (2005) |
Main data source: CIA World Factbook All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
სსფ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობით, მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინფლაციის შემცირებით და ბიუჯეტის დეფიციტის თავიდან აცილებით. 2003 წელს, ეროვნული ვალუტა კონვერტირებადი გახდა, როგორც ნაწილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნოლოგიით სტაბილიზაციის პროგრამის, თუმცა ზოგიერთი ადმინისტრაციული შეზღუდვები დღემდე რჩება. სოფლის მეურნეობას და წარმოების ინდუსტრიას თანაბარი შემოსავალი აქვს ეკონომიკაში, თითოეულზე მშპ-ს დაახლოებით 1/4 მოდის.[1] უზბეკეთი ბამბის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.[2] უზბეკეთი, ასევე ოქროს დიდი მწარმოებელია, უდიდესი ღია ოქროს მაღაროებით მსოფლიოში. ქვეყანას გააჩნია სპილენძის, სტრატეგიული მინერალების, ბუნებრივი აირის და ნავთობის არსებითი რესურსები.