ვალუტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვალუტა არის ფულის ეროვნული ერთეული (გამონაკლისია ევრო, როგორც სუპრანაციონალური გაერთიანების, ევროპის კავშირის ფულის ერთეული). ყოველი ვალუტა ხასიათდება განსაზღვრული ელემენტებით:
- სახელი
- ნომინალური სტრუქტურა
- განსაკუთრებული საგადამხდელო საშუალება განსაზღვრულ ტერიტორიაზე
- ვალუტის ემისიის და დაცვის კანონიერი წესები
- სავალუტო კურსის განსაზღვრის მეთოდი
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Jiao_zi.jpg/220px-Jiao_zi.jpg)
და სხვა ელემენტები.
საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებში ზოგიერთი ვალუტა იძენს საერთაშორისო ხასიათს. მაგალითად აშშ დოლარი ზოგიერთი ქვეყნისთვის წარმოადგენს საერთაშორისო საგადამხდელო საშუალებას. საერთაშორისო სტანდარტით ISO 4217 განსაზღვრულია ვალუტების სამასოიანი კოდები.