საერთაშორისო სავალუტო ფონდი
From Wikipedia, the free encyclopedia
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ; International Monetary Fund) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებს.