სურიგაო (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სურიგაო (ოფიციალურად ქალაქი სურიგაო; სებ. Dakbayan sa Surigao; ტაგალ. Lungsod ng Surigao) ― მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და ჩრდილოეთ სურიგაოს პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 171 107 ადამიანს შეადგენს.
სურიგაო | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 9°47′23″ ჩ. გ. 125°29′45″ ა. გ. |
დაარსდა | 29 ივნისი, 1655 |
ფართობი | 245.30 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 43 მეტრი |
მოსახლეობა | 171 107 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო |
სატელეფონო კოდი | 86 |
საფოსტო ინდექსი | 8400 |
ოფიციალური საიტი | http://www.surigaocity.gov.ph/ |
სურიგაო მინდანაოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ფართობი 245.34 კმ²-ია, რაც კარაგის რეგიონის 1.4%-ს შეადგენს.
1750 წლიდან სურიგაო ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი იყო, რომელიც მინდანაოს საერთო ფართობის მესამედს იკავებდა. 1911 წელს სურიგაოს პროვინცია გაუქმდა. ქალაქი 1655 წელს ესპანელმა კოლონიზატორებმა დააარსეს და მინდანაოს ერთ-ერთი უძველესი პორტია. ქალაქი მდიდარია მინერალური რესურსებით: ოქროთი, რკინით, კობალტით, სპილენძით, მანგანუმით, ქრომიტითა და სხვა მინერალებით. კუნძულ ნონოკზე მსოფლიოში ნიკელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია აკუმულირებული. აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტის რანჟირებით, სურიგაო ფილიპინების მცირე ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქალაქია. 2010 წლისთვის ქალაქის შემოსავალმა 600 მილიონი ფილიპინური პესო შეადგინა.
სურიგაო სიარგაოზე, დინაგატის კუნძულებსა და ბუკას-გრანდეზე მისასვლელ წერტილს წარმოადგენს. ქალაქი კუნძულ პანაონიდან სურიგაოს სრუტითაა გამოყოფილი. ქალაქი ჩრდილოეთ სურიგაოს პროვინციისა და დინაგატის კუნძულების, ასევე, მეზობლად მდებარე პროვინციების: სამხრეთ სურიგაოს, ჩრდილოეთ აგუსანისა და სამხრეთ ლეიტეს პოლიტიკური, კომერციული, საბანკო, სამრეწველო და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.