From Wikipedia, the free encyclopedia
სიარგაო ― ცრემლის ფორმის კუნძული ფილიპინის ზღვაში, ქალაქ ტაკლობანიდან 196 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. კუნძულის ფართობი 437 კმ²-ია. სიარგაოს აღმოსავლეთი სანაპირო შედარებით სწორია და ერთი ღრმა უბე აქვს, პორტ-პილარი. სანაპირო რიფებისგან, პატარა ნახევარკუნძულებითა და თეთრი ქვიშის პლაჟებისგან შედგება. მახლობელ კუნძულებს მსგავსი რელიეფი აქვთ. სიარგაო ცნობილია, როგორც ფილიპინების სერფინგის დედაქალაქი.
კუნძული ჩრდილოეთ სურიგაოს იურისდიქციის ქვეშაა და შემდეგ მუნიციპალიტეტებს მოიცავს: ბურგოსი, დელ-კარმენი, გენერალ-ლუნა, სან-ბენიტო, პილარი, სან-ისიდრო და სანტა-მონიკა.
კუნძულის სახელწოდება ვისაიანური ენიდან წარმოდგება. Siargaw ან saliagraw მანგროს სახეობაა, რომელიც კუნძულებზე იზრდება.[1]
კუნძული სიარგაო ევროპელებიდან პირველად ესპანელმა ნავიგატორმა, ბერნარდო დე ლა ტორემ შეამჩინა კარაქ სან ხუანიდან 1543 წელს, როდესაც სარანგანიდან ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოში დაბრუნებას ცდილობდა. საზღვაო ჩარტზე კუნძული Isla de las Palmas (ესპანურად პალმის კუნძული) დაიტანეს.[2]
2021 წლის 16 დეკემბერს კუნძულს მე-5 კატეგორიის სუპერტაიფუნმა რაიმ გადაუარა. ტაიფუნის შედეგად მრავალი შენობა დაზიანდა და განადგურდა და 400 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ზარალი მოჰყვა.[3]
კუნძული სიარგაო მინდანაოს მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს მანგროს ტყეს მოიცავს, რომელიც 4 871 ჰექტარის ტერიტორიას ფარავს დელ-კარმენში.[4] გრძლად გადაჭიმულ ჭარბტენიან ტერიტორიებს წყალმცენარეების კომერციული დანიშნულებით გამრავლების პოტენციალი აქვს. კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ფართოდ გაშლილ მანგროს ტყეებში ინდო-წყნაროკეანური ნიანგი (Crocodylus porosus) არის გავრცელებული.[5]
კუნძულზე დიდ გავლენას ახდენს წყნარი ოკეანიდან მონაბერი უწყვეტი ქარები და დინებები, რომელთაც კიდევ უფრო აძლიერებს სიარგაოს სრუტეში დასავლეთით მიმართული მინდანაოს დინება. წყნარის ოკეანის მხარეს მდებარე რიფები ფილიპინების ღრმულის კიდეზე მდებარეობს. ძალიან ღრმა ოფშორული წყლები ხელს უწყობს ოკეანის წყლის მარჯნის რიფებსა და კლდეებთან დიდი ძალით შეხლაში. სიარგაოში კარგი პირობებია სერფინგისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთის ჰაბაგატის მუსონების დროს, აგვისტოდან ნოემბერში, როდესაც გაბატონებული ქალები სანაპიროდან მოშორებითაა.
სიარგაოში რამდენიმე კუნძული მდებარეობს. დელ-კარმენის კუნძულებს შორისაა კუნძულები: გუიამი, პანსუკიანი (იგივე შიშველი კუნძული) და დაკუ.[6] დელ-კარმენისა და სან-ბენიტოს მუნიციპალიტეტების დასავლეთ სანაპიროში მრავალი პატარა კუნძულია, რომელთა უმრავლესობაც მანგროს ტყეებითაა დაფარული. ამ კუნძულებს შორისაა: კაობი, პაგბასაიანი, პონეასი, ტონა, ლაონანი და კავჰაგანი. ტურისტული ღირსშესანიშნაობები სუგბის ლაგუნა და პამომოანის პლაჟი, რომლებიც კავჰაგანში მდებარეობს.[7][8] სიარგაოს უკიდურესი დასავლეთი კუნძულია ჰალიანი (შედის დელ-კარმენის იურისდიქციაში), რომელიც სიარგაოსა და დინაგატის კუნძულებს შორის მდებარეობს.[9]
კუნძულის სამხრეთ ბოლოში სამი კუნძულოვანი ჯგუფია. ორი მათგანი, აღმოსავლეთი ბუკას-გრანდე და შუა ბუკას-გრანდე, დაპის მუნიციპალიტეტის ნაწილია, ხოლო ყველაზე დიდი კუნძული, ბუკას-გრანდე, სოკოროს მუნიციპალიტეტში შედის. ბუკას გრანდე ტურისტული ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი, როგორეიცაა: სოჰოტონის ყურე, ტიკტიკანის ტბა, მედუზების თავშესაფარი და სხვ.[10][11]
წარსულში კუნძულამდე მიღწევა მანილიდან სურიგაომდე შიდა ფრენით, შემდეგ კი დაპის ან დელ-კარმენის სანაპიროდან ბორნის მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამჟამად Cebu Pacific-ს სებუ-სიარგაოს და უკუმიმართულებით პირდაპირი ფრენები აქვს, ისევე, როგორც მანილა-სიარგაოს მარშრუტი (ამ შემთხვევაში თვითმფრინავი სებუში ეშვება, სადაც მგზავრები უფრო მცირე თვითმფრინავზე ინაცვლებენ). 2017 წლის მარტში Cebu Pacific-მა და SkyJet Airlines-მა კუნძულ სიარგაოდან მანილის აეროპორტამდე პირდაპირი ფრენები დაიწყეს.[12] 2018 წლის 1-ელი ივლისიდან კლარკის საერთაშორისო აეროპორტიდან საიაკის აეროპორტამდე პირდაპირ ფრენებს ახორციელებს Philippine Airlines-იც.[13]
ჩამოთვლილ 85 ტურისტულ დანიშნულებსი ადგილს შორის 2021 წელს სიარგაო აზიაში საუკეთესო კუნძულთა შორის დასახელდა და Condé Nast Traveler-ის მკითხველთა არჩევანის ჯილდო დაიმსახურა.[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.