From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია, შემოკლებით TAAF (ფრანგ. Terres australes et antarctiques françaises (TAAF)) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელსაც გააჩნია სპეციალური სტატუსი. ეს ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთით და შედგება ხუთი ადმინისტრაციული რეგიონისგან:
Terres australes et antarctiques françaises, abbreviated საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
|||||
---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Liberté, Égalité, Fraternité“ | |||||
|
|||||
დედაქალაქი | პორტ-ო-ფრანსე 49°15′ ს. გ. 69°10′ ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | ||||
მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | ფრანსუა ოლანდი | |||
- | პრეფექტი | სესილ პოსო დი ბორჟო | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 439 781 კმ2 | |||
მოსახლეობა | |||||
- | შეფასებით | 140 | |||
ვალუტა | ევრო | ||||
დროის სარტყელი | UTC+04:00 და UTC+05:00 | ||||
Internet TLD | .tf |
სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები (სენ-პოლისა და ამსტერდამის კუნძულები), კროზეს კუნძულები და კერგელენის არქიპელაგი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ხოლო ეპარსეს კუნძულები მდებარეობს მის დასავლეთ ნაწილში, მადაგასკარის კუნძულიდან შორიახლოს. ადელის მიწა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთი, მდებარეობს ანტარქტიდაში.
სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები წარმოადგენენ ვულკანური წარმოშობის, კლდეებით გარშემორტყმულ ორ კუნძულს. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 867 მეტრ სიმაღლეზე (დე ლა დივის მთა).
მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები მდებარეობენ ეკვატორთან უფრო ახლო, ვიდრე სამხრეთ პოლუსთან, მათ ხშირად მიაკუთვნებენ სუბანტარქტიკულ კუნძულებს. კლიმატი საკმაოდ რბილი და თანაბარია: ყველაზე ცივი თვის (ივლისი და აგვისტო) ტემპერატურაა — დაახლოებით 11 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) — 17,5 °C.
კუნძულებზე ბევრი ხეებია, თუმცა ადამიანების მიერ აღმოჩენამდე იქ იზრდებოდა მხოლოდ ბალახი და ბუჩქების რამდენიმე სახეობა. ცხოველთა სამყაროს წარმოადგენენ პინგვინები, სელაპები და ზღვის ფრინველები; აქ ასევე იმყოფებიან ადამიანის მიერ შემოყვანილი ძროხები.
არქიპელაგი შედგება ექვსი ვულკანური კუნძულისაგან და მათზე გარშემორტყმული მცირე რაოდენობით მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მანძილი ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულსა და ყველაზე აღმოსავლეთ კუნძულს შორის შეადგენს 100 კმ-ზე მეტს. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1050 მეტრ სიმაღლეზე (მარიონ დიუფრენის მთა).
კროზეს კუნძულებზე არ არსებობენ მყინვარები, მაგრამ კლიმატი ნოტიო და ქარიანია. ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2000 მმ-ს წელიწადში, უპირატესად წვიმის სახით. კუნძულებზე 300 დღეზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოდის წვიმა. წელიწადში 100 დღეზე მეტი ქარის დღის საშუალო სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს ზამთარში −5 °С-დან ზაფხულში +18 °C-მდე. თვის საშუალო ტემპერატურაა — +2 °С-დან +11 °C-მდე.
კუნძულებზე იმყოფება ოქროსთმიანი პინგვინების და სამეფო პინგვინების დიდი პოპულაცია. პინგვინების სხვა სახეობები (პაპუანური პინგვინი) წარმოდგენილია მცირე კოლონიებით.
პინგვინების გარდა არქიპელაგზე ბინადრობენ სელაპები, ხოლო ზღვის ფრინველებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია ქარიშხალები და ალბატროსები.
კუნძულების ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი დიდი კუნძულისგან და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მთელი არქიპელაგის ფართობი შეადგენს 7215 კმ²-ს. მთავარ კუნძულს, სახელად გრანდ-ტერი დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე აქვს სიგრძე დაახლოებით 150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 120 კმ. მთელი არქიპელაგის და კუნძულ გრანდ-ტერის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1850 მეტრ სიმაღლეზე (როსის მთა).
არქიპელაგის კლიმატი მკაცრი, წვიმიანი და ქარიანია. ქარი ხშირად აღწევს 150 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო ზოგჯერ 200 კმ/სთ-საც. ყველაზე ცივი თვის ჰაერის ტემპერატურა (აგვისტო) − 1-0 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) +9 °C. არქიპელაგზე არ არსებობს არც დიდი ყინვები და არც ძლიერი სიცხე. დღის ტემპერატურა, +15 °C-ზე უფრო მეტი საკმაოდ იშვიათადაა.
კერგელენის არქიპელაგზე იმყოფება პინგვინების, სხვა ზღვის ფრინველების და ნამდვილი სელაპების — სამხრეთის ზღვის სპილოების (ლათ. Mirounga) მსხვილი კოლონია. ასევე არსებობენ ბოცვრების და შინაური კატების (ადამიანების მიერ შემოყვანილი) შემდგომში გაველურებული პოპულაციები. არქიპელაგი დაფარულია ბალახით, მთავარ კუნძულზე ზოგ ადგილას იზრდება ძლიერი ქარის გამო მიწაზე გაწვენილი ბუჩქები. ყველაზე გავრცელებული მცენარეა — კერგელენის კომბოსტო.
გლორიოსის, ჟუან-დი-ნოვას, ბასას-და-ინდიას და ევროპის კუნძულები მდებარეობენ მოზამბიკის სრუტეში მოზამბიკსა და მადაგასკარს შორის. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ტრომელინი. მათი საერთო ფართობია — 44 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია — ევროპა (28 კმ²).
ეპარსეს კუნძულების კლიმატი ტროპიკულია. ისინი მდებარეობენ ციკლონების გზაზე, რომლებიც მოძრაობენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მთიანი კუნძული ბლოკავს ღრუბლების მოძრაობას.
თითოეული კუნძულის მცენარეული სამყარო უნიკალურია. კუნძულ ევროპაზე ხარობს რძიანას ტყეები, გლორიოსის კუნძულებზე — მანგროს ტყეები, ჟუან-დი-ნოვას კუნძულზე — უნიკალური ქოქოსის პალმა და კაზუარინა, ტრომელინის კუნძულზე — ბალახები და ბუჩქები, ხოლო ბასას-და-ინდიას ატოლზე მცენარეულობა საერთოდ არ არსებობს. მაგრამ, მიუხედავად მცენარეების მცირე რაოდენობის სახეობებისა, კუნძულების ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. კერძოდ, წყალქვეშა ფაუნა წარმოდგენილია მარჯნებით, რომლებიც წარმოქმნიან მარჯნის რიფებს და გარს ერტყმიან თითოეულ კუნძულს, ასევე ზღვის კუებით, რომლებითაც სავსეა ევროპის და ტრომელინის კუნძულების ნაპირები. კუნძულ ევროპაზე ასევე არსებობს ზღვის ფრინველების კოლონიები, ისეთების როგორებიცაა: ფრეგატები, ნიჩაბფეხიანები და ფლამინგოები. კუნძულ ევროპაზე ბინადრობენ ველური თხები. მწერებიდან აღსანიშნავია კოღოები.
ადელის მიწის ტერიტორიის საზღვრები გადის ანტარქტიდის სანაპიროზე წერტილებს შორის, რომელთა კოორდინატებია ს. გ. 66°12′ ა. გ. 136°11′ და ს. გ. 66°48′ ა. გ. 142°02′, ამ წერტილებიდან საზღვარი გადის კონტინენტის სიღრმეში 2600 კმ-ით, თვით სამხრეთ პოლუსამდე. სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 350 კმ-ს. შექმნილი ტერიტორიის ფართობი შეადგენს 432 000 კმ²-ზე მეტს, რომელიც თითქმის მთლიანად დაფარულია ყინულით.
კლიმატი მკაცრია, ძლიერი ქარების გამო ხშირად ხდება ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია. პოლარულ სადგურ დიუმონ დ’იურვილზე ზაფხულის საშუალო ტემპერატურა (იანვარი, თებერვალი) მერყეობს საზღვრებში −1 °C-დან +7 °C-მდე, ხოლო ზამთრის (ივლისი, აგვისტო) — −15 °C-დან −20 °C-მდე (უნდა აღინიშნოს, რომ სადგური მდებარეობს სანაპიროზე).
ტერიტორიის ფაუნა განსაკუთრებით მდიდარია ფრინველებით. ადელის მიწაზე ბინადრობენ იმპერატორის და ანტარქტიდული პინგვინები, ადელის პინგვინები, სამხრეთპოლარული მეზღვიები, კაპის ქარიშხალები, სამხრეთის გიგანტური ქარიშხალები და თოვლის ქარიშხალები. ძუძუმწოვრები ძირითადად წარმოდგენილია ნამდვილი სელაპებით (უედელის სელაპი, კიბოსმჭამელი სელაპი, ზღვის ლეოპარდი) და ცელნამგალა ვეშაპით.
1774 წელს საფრანგეთმა არქიპელაგი კერგელენი გამოაცხადა თავის სამფლობელოდ. 1892 წლის 23 აგვისტოს ზუსტად იგივე მოხდა გლორიოსის კუნძულებთან მიმართებაში. შემდგომში, 1897 წლის ოქტომბერში, ფრანგული გახდა კუნძულები ბასას-და-ინდია, ევროპა და ჟუან-დი-ნოვა. 1924 წლის 21 ნოემბერს სენ-პოლის და ამსტერდამის კუნძულები ჩართეს მადაგასკარის ტერიტორიის შემადგენლობაში, მაგრამ 1955 წელს ეს კუნძულები ხელმეორედ მიუერთეს საფრანგეთს; არქიპელაგ კერგელენთან, კროზეს კუნძულებთან და ადელის მიწასთან ერთად ისინი გამოცხადნენ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებად და მოიპოვეს ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია. 2007 წლის 21 თებერვლის კანონის თანახმად კუნძულები ბასას-და-ინდია, ევროპა, გლორიოსი, ჟუან-დი-ნოვა და ტრომელინი შეყვანილია საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების შემადგენლობაში.
1955 წლის 6 აგვისტოდან საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია საფრანგეთის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია. თავიდან ტერიტორია იმართებოდა პარიზიდან, მაგრამ 2000 წლიდან იგი იმართება რეიუნიონიდან (ქალაქი სენ-პიერი), თუმცა ტერიტორიულად არ შედის მის შემადგენლობაში.
მისი ხელმძღვანელია პრეფექტი (2014 წლის 18 სექტემბრიდან — სესილ პოსო დი ბორჟო), რომელსაც ემორჩილებიან ოლქების მეთაურები. ხელისუფლების მეორე ინსტიტუტია — საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სამმართველოების ხელმძღვანელებით: ტექნიკური, სამედიცინო, ადმინისტრაციული და ფინანსური საქმეების, ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების, საერთაშორისო საქმეების, უსაფრთხოების და სხვა.[1]
საფრანგეთის უფლებები ადელის მიწაზე არ არის აღიარებული საერთაშორისო თანასაზოგადოების მიერ: მაგალითად, 1959 წლის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, ამ ტერიტორიებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით და როგორც მოედანი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
მადაგასკარს გააჩნია პრეტენზიები კუნძულებზე: ბასას-და-ინდია, გლორიოსი, ევროპა და ჟუან-დი-ნოვა, რომლებიც შედიან ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში — საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ოლქში.
ადმინისტრაციულად ეს ტერიტორიები რეიუნიონს ექვემდებარება, თუმცა ისინი რეუნიონის უშუალო ნაწილად არ განიხილება. აქ მდებარეობს ფრანგული კვლევითი სადგური დიომონ დ'იორვილი. ანტარქტიდული ტერიტორია საერთაშორისოდ არ არის აღიარებული, როგორც საფრანგეთის საკუთრება.
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში შედის ხუთი ადმინისტრაციული რეგიონი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.