From Wikipedia, the free encyclopedia
გრანდ-ტერი (ფრანგ. Grande Terre) — კუნძული ინდოეთის ოკეანის სამხრეთით. ეს კუნძული საფრანგეთის ტერიტორიაა, რომელიც შედის კერგელენის არქიპელაგში. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს კუნძულზე იმყოფება 50-110 ადამიანი (70 ზამთარში, 110 ზაფხულში), რომლებიც ძირითადად კვლევით საქმიანობას ეწევიან.[1]
მშობ. სახელი: Grande Terre | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 49°18′00″ ს. გ. 69°08′00″ ა. გ. |
ფართობი | 6675 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1850 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
კუნძული გრანდ-ტერი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილია.
კუნძული გრანდ-ტერის სიგრძეა დაახლოებით 150 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ხოლო სიგანეში 120 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მისი ფართობი შეადგენს 6675 კმ²-ს, რის გამოც იგი საფრანგეთის სიდიდით მესამე კუნძულია გრანდ-ტერის (ახალი კალედონია) და კორსიკის შემდეგ. ამას გარდა ის წარმოადგენს კერგელენის არქიპელაგის საერთო ფართობის 90 %-ს.
რელიეფი ძირითადად წარმოდგება მთებისგან, რომლებიც ერთმანეთისაგან ხეობებით იყოფა. კუნძულზე ბევრია ისეთი მთა, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან აღემატება 1000 მეტრს:
დასავლეთის მხარე დაფარულია კუკის მყინვარით, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1049 მეტრს.
კუნძულ გრანდ-ტერის სანაპირო საკმაოდ დაკლაკნილია და წარმოქმნის ბევრ ნახევარკუნძულს და ყელს. მათგან ყველაზე ძირითადებია:
როგორც მთლიანი კერგელენის არქიპელაგი და საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია, კუნძულ გრანდ-ტერიზეც არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა. მეორე მხრივ, კურბეს ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე არსებობს დასახლებული პუნქტი პორტ-ო-ფრანსე, სადაც მუშაობს დაახლოებით 80 მეცნიერი ზამთარში და 120 ზაფხულში, ასევე ათობით ინჟინერი და ტექნიკოსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.