Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მადაგასკარი (მალაგასიური — Madagasikara) — ინდოეთის ოკეანეში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული, რომელიც კონტინენტისგან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით. კლიმატი ტროპიკული. კუნძულის უკიდურეს სამხრეთს ხშირად მიაკუთვნებენ სუბტროპიკულ სარტყლებს.
მშობ. სახელი: მალაგასიური — Madagasikara | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 19°20′00″ ს. გ. 47°04′00″ ა. გ. |
ფართობი | 587 041 კმ² |
სიგრძე | 1600 კმ |
სიგანე | 600 კმ |
უმაღლესი წერტილი | 2876 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 21 842 167 ად. (2013) |
სიმჭიდროვე | 37,21 ად. /კმ² |
კუნძულის სიგრძეა — დაახლოებით 1600 კმ, სიგანე — 600 კმ-ზე მეტი, ფართობი — 587 040 კმ². კუნძულზე მდებარეობს სახელმწიფო მადაგასკარი (დედაქალაქი ანტანანარივუ).
კუნძულის უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი მარუმუკუტრუ (2876 მეტრი), რომელიც მდებარეობს ცარატანანას მთიან მასივში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუნძულის ცენტრალური ნაწილი უკავია ანჯაფის მაღალმთიან პლატოს.
ხუთი მთის ჯაჭვი 2600 მეტრ სიმაღლემდე, მდიდარია მინერალებით და მეტალებით: ოქრო, სპილენძი, რკინა; ფართე სანაპირო დაბლობები ჭაობიანია, ნაწილობრივ საკმაოდ ნაყოფიერია.
მიუხედავად იმისა, რომ მადაგასკარი აფრიკასთან ახლოს იმყოფება, კუნძულის ფლორა და ფაუნა უნიკალურია — ის მოიცავს მსოფლიოს ცხოველების და მცენარეულობის სახეობების 5 %-ს, რისი 80 % არსებობს მხოლოდ მადაგასკარზე. მათგან ყველაზე ცნობილებია ლემურისებრნი. სახეობათა უმრავლესობა — ენდემებია. ამის გამო მადაგასკარს ხშირად ეძახიან «პატარა კონტინენტს».
კუნძული პირობითად შეიძლება დავყოთ ხუთ რეგიონად:
აღმოსავლეთი სანაპირო ალუვიური ნალექის ვიწრო ზოლია, სიგანით დაახლოებით ერთი კილომეტრი, რომელიც უეცრად გადადის ცენტრალურ მთიანეთში. გამოირჩევა კლდეების და ხეობების დიდი რაოდენობით. სანაპირო ხაზი სწორია თვით მასუალას ნახევარკუნძულამდე. არსებული სანაპირო ადამიანისთვის ითვლება სახიფათოდ სანაპირო წყლებში ზვიგენების საკმაო დიდი რაოდენობით არსებობის გამო.
ცენტრალური მთიანეთის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 800 მეტრიდან 1800 მეტრამდე და შედგება სხვადასხვა ტოპოგრაფიული რელიეფის ადგილებისაგან. ცენტრალური მთიანეთი იწყება ცარატანანას მთიანი მასივის ჩრდილოეთით და გრძელდება თვით სამხრეთის ბოლომდე, სადაც მთავრდება ივაკუანის მასივი (იქვე, ცენტრალური მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 1276 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ანტანანარივუ). ასე რომ, ცენტრალურ მთიანეთში შედის ანჯაფის ვულკანური მაღალმთიანი პლატო, ანკარატრას მთიანი მასივი და ივაკუანის მასივი. მოცემულ რეგიონში დაფიქსირებულია საკმაოდ ხშირი სეისმური აქტივობა.
დასავლეთი სანაპირო უფრო მეტად განიცდის ნიადაგის ეროზიას, რის შედეგადაც იქ მრავლადაა მცირე ნავსაყუდლები და ლაგუნები, განსაკუთრებით კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ზუსტად აქ, დამკვიდრდნენ მეკობრეები XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. დასავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილია ნავთობის ორი მსხვილი საბადო: ციმირურუ და ბემულანგა. სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი ესაზღვრება ივაკუანის და ისალა რუინიფორმეს (Isala Roiniforme) მასივებს და შედგება ორი ნაწილისგან: მაჰაფალის პლატო და მასთან ახლო მყოფი უდაბნოები.
კუნძულის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ იზრდებიან ტროპიკული და სუბტროპიკული მშრალი ფართეფოთლებიანი ტყეები[1].
ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე მდინარეები, როგორც წესი, მოკლე და ჰიდრორესურსებით მდიდრებია, წყალუხვებია მთელი წლის განმავლობაში. აღმოსავლეთის მდინარეებია: მანანარა, მანგურუ, მანინგური, ბემარივუ, ივუნდრუ და მანანჯარი. დასავლეთი სანაპიროსკენ მიმავალი მდინარეები, რომლებიც მოზამბიკის სრუტეში ჩაედინებიან, როგორც წესი უფრო გრძელია და მათი დინება შედარებით ნელია, ვიდრე აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმართული მდინარეები, ცენტრალური მთიანეთის დასავლეთის მხარეს უფრო მკვეთრი ქანობის გამო. დასავლეთის მდინარეებია: სამბირანუ, მაჰაჯამბა, ბეციბუკა, მანია, ჩრდილოეთი და სამხრეთი მაჰავავი, მანგოკი, უნილაჰი, იკუპა და მანდრარე.
მადაგასკარის კუნძულზე მდებარეობს სამი დიდი ტბა: ალაოტრა (900 კმ²), კინკონი (100 კმ²) და იჰოტრი (96-112 კმ²). ალაოტრას ტბიდან სათავეს იღებს კუნძულის აღმოსავლეთში მდებარე მდინარე მანინგური.
მადაგასკარს ზოგჯერ უწოდებენ «დიდ წითელ კუნძულს» მისი ლატერიტული ფორმაციის გამო. წითელი ნიადაგი დომინირებს მთელ ცენტრალურ მთიანეთში, მაგრამ ყოფილი ვულკანური აქტივობის ადგილებში შეინიშნება უფრო მდიდარი მინერალური ნიადაგი. აღმოსავლეთი სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ისევე როგორც დასავლეთის მდინარეების შესართავებში, შეინიშნება წყლის, ყინულის და ქარის ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ნიადაგის თხელი «ზოლი». დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება თიხა, ქვიშა და კირქვა.
კუნძულის კლიმატი ყალიბდება სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატებით და სამხრეთ-ინდური ანტიციკლონებით. კუნძულზე წარმოდგენილია სამი კლიმატური ზოლი: ტროპიკული მუსონური კლიმატი აღმოსავლეთ სანაპიროზე, სუბტროპიკული მუსონური კლიმატი ცენტრალურ მთიანეთში და მშრალი კლიმატი კუნძულის სამხრეთ დაბოლოებებში არსებულ უდაბნოებში. ნალექების ტიპური წლიური ნორმებია: 350 სმ სამხრეთის სანაპიროსთვის, 140 სმ ცენტრალური მთიანეთისთვის (მოცემულ შემთხვევაში, ქვეყნის დედაქალაქ — ანტანანარივუსთვის), 32 სმ კუნძულის სამხრეთში, უდაბნოებთან საზღვრებზე.
დაახლოებით 160—165 მილიონი წლის წინ აფრიკიდან, ხოლო შემდგომში დაახლოებით 65—70 მილიონი წლის წინ ინდოეთიდან გამოყოფის შემდეგ, მადაგასკარი საკმაოდ ცნობილია ბიოლოგებს შორის, როგორც ენდემური სახეობების დიდი შეჯგუფების ადგილი. უნიკალური პირობების გამო, მადაგასკარზე ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სახეობები, რომლებიც გადაშენდნენ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. შედეგად, აღნიშნულმა ფაქტმა წარმოშვა საკმაოდ განსაკუთრებული სახეობები, რომლებმაც დაიკავეს სხვადასხვა ეკოლოგიური ბუდეები. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია — ფოსა (ლათ. Cryptoprocta ferox), ყველაზე დიდი მადაგასკარის ძუძუმწოვარ მტაცებლებს შორის. გარეგნულად ფოსა საკმაოდ ჰგავს კატისებრნთა ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიაკუთვნეს იგი თავიდან, მაგრამ მისი უახლოესი თანამოძმენი არიან მანგუსტები. კონვერგენტული ევოლუციის შედეგად, ფოსა დაემსგავსა კატას, ხოლო მისი გადაშენებული ნათესაობა ლომის ზომებს აღწევდა. ასევე დადგენილია, რომ მადაგასკარის მტაცებლების მთელი ოჯახი წარმოიშვა ერთი მანგუსტისმაგვარი წინაპრისაგან, რომელმაც მოზამბიკის სრუტე სავარაუდოდ გადმოლახა 20—30 მილიონი წლის წინ[2]. ითვლება, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით II—V საუკუნეებში კუნძულზე ადამიანების მოსვლასთან ერთად, სახეობათა უმრავლესობა გაწყდა, ეს განსაკუთრებით ეხებათ მეგაფაუნის წარმომადგენლებს.
მადაგასკარმა ხუთჯერ განიცადა სხვადასხვა სახეობის ხმელეთის ძუძუმწოვრების კოლონიზაცია. «კოლონისტებს» შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ცხოველები: ტანრეკისებრნი, ლემურისებრნი, მადაგასკარის მტაცებლები, ნეზომიდიასებრნი (ლათ. Nesomyidae) და მილკბილები, რომლებიც გადაშენდნენ ისტორიულ დროს. კუნძულზე ასევე გავრცელებულია ხელფრთიანები და ასევე აქ როდესღაც ცხოვრობდნენ ბეჰემოთები.
მცენარეულობის რვა ოჯახი მადაგასკარის ენდემია: ასტეროპეია (ლათ. Asteropeiaceae), დიდიმელასები (ლათ. Didymelaceae), დიდიერეები (ლათ. Didiereaceae), Kaliphoraceae, Melanophyllaceae, ფიზენაები (ლათ. Physenaceae), სარკოლენები (ლათ. Sarcolaenaceae) და სფეროსეპალები (ლათ. Sphaerosepalaceae). სამეფო დელონი (ლათ. Delonix regia) ასევე ეკუთვნის კუნძულის ენდემებს.
მადაგასკარმა საკმაოდ დიდი რაოდენობით საფოსტო მარკა გამოუშვა, სადაც გამოსახულია ენდემური ფლორა და ფაუნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.