პორტალი:ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
პორტალი | პროექტი | კატეგორიები | მონაწილენი |
არქივი • რედაქტირება
რჩეული სტატიაპირველი პუნიკური ომი — ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის განხორციელებულ ბრძოლათა სერია. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო. 23 წლის განმავლობაში ორივე მხარე ცდილობდა კონტროლი მოეპოვებინა ხმელთაშუა ზღვაზე. კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ხამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დღევანდელი ტუნისის ადგილას, კონფილიქტის დასაწყისში წარმოადგენდა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში. ამის მიუხედავად რომმა საბოლოოდ მოწინააღმდეგეს აჯობა, როგორც საზღვაო ისე ხმელეთზე ბრძოლაში და დააკასრა მძიმე ფინანსური ჯარიმა. რომსა და კართაგენს შორის ომების სერიას ეწოდა "პუნიკური", კართაგენელების ლათუნური სახელწოდების, პუნების გამო. (…სრულად)
არქივი • რედაქტირება
რჩეული ციტატა![]()
არქივი • რედაქტირება
რჩეული მხედართმთავარი![]() ლუი ნიკოლა დ’ავუ (ფრანგ.: Louis-Nicolas d'Avoût), იგივე დავუ (ფრანგ.: Davoût), აუერშტეტის ჰერცოგი, ეკმიულის და იმპერიის თავადი (ფრანგ.: duc d'Auerstedt, prince d'Eckmühl et de l'empire) (დ. 10 მაისი, 1770, ანუ, ბურგუნდია — გ. 1 ივნისი, 1823, პარიზი), ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის პერი, საფრანგეთის მარშალი. იგი ითვლება ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად. მისი სიმკაცრისა და დისციპლინისადმი მეტსახელად „რკინის მარშალი“ შეარქვეს, ხოლო ჰამბურგის გუბერნატორობის დროს (1813-1814) გამოჩენილი სისასტიკისათვის — „ჰამბურგის რობესპიერი“. დავუ არისტოკრატული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო და ნაპოლეონთან ერთად სწავლობდა ბრიენის კადეტთა სასწავლებელში. 1788 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო ლეიტენანტის წოდებით ერთ-ერთ კავალერისთა პოლკში. საფრანგეთის რევოლუციას დავუ აღფრთოვანებით შეხვდა და მიუხედავად არისტოკრატული წარმომავლობისა რევოლუციონერთა რიგებში ჩადგა. 1791 წელს იგი მოხალისეთა ბატალიონის მეთაური გახდა. იგი წარმატებით იბრძოდა ჟემაპთან და ნეერვინდენთან გენერალ დიუმურიეს ხელქვეით. 1793 წლის ივლისში მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა, თუმცა იძულებული გახდა არმია დაეტოვებინა, ვინაიდან ახალი რევოლუციური დეკრეტის მიხედვით ყოფილ არისტოკრატებს სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ. (…სრულად) რედაქტირება
კატეგორიებირედაქტირება
სხვა პროექტებში
არქივი • რედაქტირება
რჩეული სურათი
არქივი • რედაქტირება
იცოდით, რომ![]()
რედაქტირება
14 ივნისი - დღესპორტალი:ომი/ამ დღეს/14 ივნისი სხვა მოვლენები
|