From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაბაღის ომი (სომხ. Արցախյան գոյամարտ; აზერ. Qarabağ müharibəsi) (1991—1994) — სამხედრო კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ შენაერთებს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად.
ყარაბაღის ომი | |||
---|---|---|---|
ზემოდან ქვეით საათის ისრის მიმართულებით: აზერბაიჯანული ჯავშანტრანსპორტიორის ნარჩენები, აზერბაიჯანელი ლტოლვილები, სომხური T-72 მემორიალი ასკერანიში, მთიანი ყარაბაღის ჯარისკაცები წვრთნის დროს. | |||
თარიღი | 20 თებერვალი 1988 - 16 მაისი 1994 | ||
მდებარეობა | მთიანი ყარაბაღი | ||
შედეგი | სომხეთის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
მთიანი ყარაბაღი დეფაქტო დამოუკიდებელი ხდება. სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინეს. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ყარაბაღის ომი ვიკისაწყობში |
ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა.
1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში, ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც სომხური მხარე სტეფანაკერტს უწოდებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.