აფხაზეთი (აფხ.Аҧсны) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ ანუ აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.
ბიჭვინთა (ძვ. ბერძნ. პიტიუნტი) — დაბაგაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).
ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე. წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებულა კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია სტრაბონის "გეოგრაფიაში", როგორც "დიდი პიტიუნტი". სტრაბონი ემყარებოდა ძვ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი არტემიდორე ეფესელის ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. (სრულად...)
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წ. ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წ., სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით. (...სრულად)
...აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ 2008 წელს 1993 წლის ომში გამარჯვების 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ოქროსა და ვერცხლის აფსარები(სურათზე) გამოუშვა ნომინალებით 10 და 50 აფსარი...
...2009 წლისთვის აფხაზეთში დაახლოებით 216 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც 1989 წლის მოსახლეობის 41%-ია...
ბაღები და პარკები: სოხუმის ბოტანიკური ბაღი - სოხუმის მაიმუნების საშენი - სოხუმის დენდროპარკი - დიდების პარკი - გაგრის ზღვისპირა პარკი - გუდაუთის პარკი - ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი - რიწის ნაკრძალი - სოხუმის საქალაქო პარკი
ინსტიტუტები: აფხაზეთის პრეზიდენტი - აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი - აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა - აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა - აფხაზეთის კონსტიტუცია - ეროვნული ყრილობა
6 აგვისტო: რუსეთში საზოგადოების გამოკითხვის შედეგებით რუსეთის მოსახლეობის 40% თვლის რომ რუსეთმა არ უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით .