გუმისთა
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia
გუმისთა[1] — მდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. წარმოიქმნება მდინარეების აღმოსავლეთის გუმისთისა და დასავლეთის გუმისთის შეერთებით (ზღვის დონიდან 83 მ). ერთვის შავ ზღვას ქ. სოხუმის დასავლეთით. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 576 კმ².
გუმისთა | |
---|---|
![]() ხიდი მდინარე გუმისთაზე სოხუმის ჩრდილოეთით | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სოხუმის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე | 43°05′18″ ჩ. გ. 41°00′09″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 83 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 43°00′29″ ჩ. გ. 40°56′13″ ა. გ. |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 576 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 30 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
გუმისთა ვიკისაწყობში |
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 30 მ³/წმ.
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 202-203.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.