ღალიძგა (მეგრ. ღალიშ ძგა — „ღელის ნაპირი“) — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ხოჯალის მახლობლად. სიგრძე — 53 კმ, აუზის ფართობი — 483 კმ². ზემო დინებაში მთის მდინარეა კარგად გამოხატული სწრაფი დინებით, ქვემო წელში კი დაბლობზე გამოდის და შავ ზღვას ერთვის ქალაქ ოჩამჩირეს სამხრეთით. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ახასიათებს ხშირი წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ ოჩამჩირესთან — 25,1 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია მდინარე ღეჯირი.
ღალიძგა | |
---|---|
მდინარე ღალიძგა ტყვარჩელთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
ქალაქები | ტყვარჩელი, ოჩამჩირე |
სათავე |
კოდორის ქედი 42°58′55″ ჩ. გ. 41°51′43″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მწვერვალი ხოჯალი |
შესართავი |
შავი ზღვა 42°41′50″ ჩ. გ. 41°28′01″ ა. გ. |
სიგრძე | 53 კმ |
აუზის ფართობი | 483 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 25,1 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ჩამოუდის ქალაქებს ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს. XVIII საუკუნის წყაროებში მოხსენიებულია როგორც სამურზაყანოს დასავლეთი საზღვარი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.