ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია[7], ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique nord, OTAN) — ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 31 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ამ სტატიას სჭირდება სქოლიოები (წყაროები). |
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია | |
---|---|
North Atlantic Treaty Organisation Organisation du traité de l'Atlantique nord | |
ლოგო | |
დროშა | |
დევიზი | Animus in consulendo liber[1] |
აბრევიატურა | NATO |
შეიქმნა | 4 აპრილი, 1949 |
ტიპი | სამხერდო-პოლიტიკური ალიანსი |
მდებარეობა | ბრიუსელი, ბელგია |
წევრები | |
ენა | ინგლისური, ფრანგული |
მდივანი | იენს სტოლტენბერგი |
სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე | პეტრ პაველი [2] |
გაერთიანებული ოპერაციების სარდლობის ხელმძღვანელი | კურტის სკაპაროტი [3] |
გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელი | დენის მეღსიე [4] |
ატარებს სახელს | North Atlantic Treaty |
დამფუძნებელი (-ები) | პოლ-ანრი სპააკი[5] , ლესტერ პირსონი[5] , Gustav Rasmussen[5] , რობერ შუმანი[5] , Bjarni Benediktsson[5] , Carlo Sforza[5] , Joseph Bech[5] , Dirk Stikker[5] , Halvard Lange[5] , José Caeiro da Mata[5] , Ernest Bevin[5] და დინ აჩესონი[5] |
ქვეყანა | ბელგია |
კავშირები | European Air Transport Command[6] |
https://www.nato.int |
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო, ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.[8] NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს[8].
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.[9] დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.[10]