მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ნატანები, მოგროსი — მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ-ზე, მწვერვალ საყორნიასთან, სოფელ შეკვეთილთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 60 კმ, მდინარის აუზის ფართობი 657 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ივლის-აგვისტოში, წყალმოვარდნა — მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი 33,5 მ³/წმ. იყენებენ წისქვილებისთვის და სარწყავად. მნიშვნელოვანი შენაკადებია ბჟუჟი და ჩოლოქი. ნატანები ზემო წელში მთის მდინარის თვისებებს იჩენს, ხოლო ქვემო დინებაში დაბლობის ტიპური მდინარეა.
ნატანები | |
---|---|
ნატანები სოფელ ცხემლისხიდთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გურიის მხარე |
ქალაქები | ოზურგეთი |
სათავე |
საყორნია 41°48′23″ ჩ. გ. 42°18′38″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მესხეთის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2548 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 41°54′43″ ჩ. გ. 41°46′06″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | შეკვეთილი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 60 კმ |
აუზის ფართობი | 657 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 33,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ნატანები ვიკისაწყობში |
ბერძენი გეოგრაფი არიანე ნატანებს მოიხსენიებს ისისის სახელწოდებით. ნატანები მას ეწოდა იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობას მდინარეზე დაცურებით გადაჰწონდა ხე-ტყე. ხე-ტყის ნატანი, ანუ ნატანები, მდინარის სახელწოდებად ჩამოყალიბდა.
1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად ნატანებზე საზღვაო ნავები ვაშნარამდე, ზღვიდან 16 კმ დაშორებით ადიოდნენ.[1] 2012 წელს მდინარის შესართავთან ზღვაში, 100 მეტრ სიღრმეზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს ხომალდი, რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნით თარიღდება.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.