Remove ads
მთა საქართველოში, გურიის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
საყორნია — მთა საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, მდინარეების ბახვისწყლისა და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2752 მ. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. მთის წვერი ბრტყელია. ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთა მკვეთრად დანაწევრებული და ქარაფოვანია. შეიმჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. შემოსილია სუბალპური და ალპური მცენარეულობით.[1]
საყორნია | |
---|---|
მთის ხედი კურორტ ბახმაროდან | |
კოორდინატები: 41°49′38″ ჩ. გ. 42°16′57″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2752 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
უმარტივესი მარშრუტი | ბახმაროდან |
სურათები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.