მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი)[23] — ამერიკელი ორატორი და 1955 წლიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი. კინგი ცნობილია, როგორც სამოქალაქო უფლებების დამცველი არაძალისმიერი ხერხებით, რომლებიც შთაგონებული იყო ქრისტიანული რწმენითა და მაჰათმა განდის არაძალადობრივი აქტივიზმით. საერთოდ, რწმენასა და რელიგიას მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა. გარდა ამისა, კინგის მამაც და ბაბუაც (დედის მხრიდან) ბაპტისტი სასულიერო პირები იყვნენ:
|
„რა თქმა უნდა, მე რელიგიური ვიყავი. მამაჩემი მღვდელი იყო, ბაბუაჩემი მღვდელი იყო, ჩემი დიდი ბაბუაც მღვდელი იყო, ჩემი ერთადერთი ძმა მღვდელია, მამაჩემის ძმა მღვდელია. შესაბამისად, მე დიდი არჩევანი არ მქონია.“ |
|
|
სწრაფი ფაქტები მარტინ ლუთერ კინგი, დაბადების თარიღი ...
მარტინ ლუთერ კინგი |
---|
ინგლ. Martin Luther King Jr. |
|
დაბადების თარიღი |
15 იანვარი, 1929(1929-01-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
---|
დაბადების ადგილი |
ატლანტა[1] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
4 აპრილი, 1968(1968-04-04)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] (39 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
მემფისი[1] |
---|
მოქალაქეობა |
აშშ |
---|
განათლება |
Morehouse College, Crozer Theological Seminary, ბოსტონის უნივერსიტეტი, Washington High School, Boston University School of Theology, David T. Howard High School და Candler School of Theology |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
ფილოსოფიის დოქტორი |
---|
ეროვნება |
აფრო-ამერიკელები[17] |
---|
მამა |
Martin Luther King Sr. |
---|
დედა |
ალბერტა უილიამს კინგი |
---|
მეუღლე/ები |
კორეტა სკოტ კინგი |
---|
შვილ(ებ)ი |
Yolanda King, Martin Luther King III, Dexter Scott King და Bernice King |
---|
ჯილდოები |
ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[18] [19] , Jawaharlal Nehru Award for International Understanding, გაეროს პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, განდის მშვიდობის პრემია, პრემია „Pacem in Terris“, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია, Margaret Sanger Awards, წლის ადამიანი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, კონგრესის ოქროს მედალი, Humanitarian of the Year[20] , Order of the Companions of O. R. Tambo, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სპინგარნის მედალი[21] და honorary doctor of the Hofstra University |
---|
|
thekingcenter.org[22] |
|
დახურვა
კინგი უძღვებოდა 1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტს და მოგვიანებით გახდა სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენციის (SCLC) პირველი პრეზიდენტი [24]. SCLC-ის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ორგანიზებას უწევდა რამდენიმე არაძალადობრივ პროტესტს (მაგ. 1963 წელს პროტესტები ბირმინგემში). კაცობრიობას არ დაავიწყდება 1963 წლის მარტში ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის მიერ ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქმული სიტყვა: „მე მაქვს ოცნება“[25].
1964 წლის 14 ოქტომბერს, რასობრივ უთანასწორობასთან არაძალადობრივი ბრძოლისთვის მარტინ ლუთერმა კინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. სიცოცხლის უკანსკნელ წლებში იგი უფრო მეტად ამახვილებდა ყურადღებას სიღარიბეზე, კაპიტალიზმსა და ვიეტნამის ომის საკითხებზე.[23]
მისმა აქტივიზმმა და შთამაგონებელმა გამოსვლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის მოქალაქე აფროამერიკელების მიმართ სეგრეგაციის დასრულებაში. მას აგრეთვე წვლილი მიუძღვის 1964 წლის სამოქალაქო უფლებების კოდექსისა და 1965 წლის ხმის მიცემის კოდექსის შექმნაში.[26]