From Wikipedia, the free encyclopedia
მემფისი (ინგლ. Memphis) — ქალაქი აშშ-ში, ტენესის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ–აღმოსავლეთში, მდინარე მისისიპის ნაპირზე, 652,236 მცხოვრებით (2017).[2]
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
მემფისი ინგლ. Memphis | |||
| |||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||
კოორდინატები | 35°07′03″ ჩ. გ. 89°58′16″ დ. გ. | ||
მმართველი | Paul Young[1] | ||
დაარსდა | 1819 | ||
ფართობი | 845.184288 კმ², 839.164982 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 103±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 652,236 კაცი (2017) | ||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური სარტყლის დრო | ||
სატელეფონო კოდი | 901 | ||
საფოსტო ინდექსი | 77340 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.memphistn.gov/ | ||
დაარსდა 1819 წელს. სამოქალაქო ომში 1861 წელს ის კონფედერატების ხელში აღმოჩნდა, 1862 წლის 6 ივნისის ბრძოლის შემდეგ ის დაიბრუნეს უნიონისტებმა. ქალაქი ვითარდებოდა და იზრდებოდა, მაგრამ ყვითელი ცხელების სამმა ეპიდემიამ 1873-1879 წლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა, მრავალმაც დატოვა ქალაქი და მემფისი დაცარიელდა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აღიდგინა თავისი მნიშვნელობა ქალაქმა. მემფისის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მემფისელმა პოლიტიკოსმა ედვარდ კრამპმა, რომელიც 1910–1954 იყო ქალაქის მრავლგზის არჩეული მერი და ასევე კონგრესმენი ტენესიდან. მემფისის ინფრასტრუქტურის შექმნაში მისი წვლილი განუზომელია. ამ ქალაქში 1968 წლის 4 აპრილს მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. მემფისი, ისევე როგორც ტენესის შტატის მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქი ნეშვილი, ამერიკული მუსიკის ცენტრად და აკვნად შეიძლება ჩაითვალოს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.