ვაშინგტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაშინგტონი (ინგლ. Washington) — ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი.[1] ფედერალური ოლქი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. დაარსდა ამერიკის რევოლუციის შემდეგ, როგორც ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის ადგილი; სახელი ეწოდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტისა და დამფუძნებელი მამის, ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად.[2] როგორც აშშ-ის მთავრობისა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, ვაშინგტონი მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური დასახლებაა.[3] ესაზღვრება მერილენდსა და ვირჯინიას; ტურისტული თვალსაზრისით ქალაქი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს.[4][5]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშინგტონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვაშინგტონი Washington, D.C. | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
ფედერალური ოლქი | კოლუმბიის ოლქიკოლუმბიის ოლქი | ||||
კოორდინატები | 38°53′42″ ჩ. გ. 77°02′12″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ვინსენტ გრეი | ||||
დაარსდა | 1790 | ||||
ფართობი | 177.0 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0–125 მ | ||||
მოსახლეობა | 601 723 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 3 481 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 5 5 მილიონი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 202 | ||||
საფოსტო ინდექსი |
20001-20560, 20565-20599, 56901, 56915, 56920, 56944 | ||||
ოფიციალური საიტი | dc.gov | ||||
ფოტო სატელიტიდან (2002) |
|||||
1790 წელს მერილენდის შტატიდან გამოყოფილ იქნა დედაქალაქის ასაშენებლად. 1791-დან დედაქალაქია. ქალაქი მდებარეობს მდინარე პოტომაკზე, აგებულია პიერ-შარლ ლანფანის გეგმის მიხედვით, მთავარი მონუმენტებია: კაპიტოლიუმი, ვაშინგტონის მონუმენტი.
2019 წლის მონაცემებით ვაშინგტონს 705 749 მოსახლე ჰყავდა.[6] მერილენდიდან და ვირჯინიის გარეუბნებიდან გადმოსული ადამიანებით ვაშინგტონის მოსახლეობა სამუშაო დღეებში მილიონს აჭარბებს. 6.2 მილიონი მოსახლით ვაშინგტონის მეტროპოლიტენის მიდამო (მერილენდის, ვირჯინიის და დასავლეთ ვირჯინიის ნაწილების ჩათვლით) სიდიდით მესამეა მთელ აშშ-ში.