საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის 20 მილიონი ლარი გამოყო.
5 მაისი - პარლამენტის თავმჯდომარე იმერეთს სტუმრობდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთს. ისინი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას.
აჭარის რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები. გაიმართა საზეიმო ღონისძიებები.
7 მაისი - ფილარმონიაში პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მორიგი ყრილობა გაიმართა. ამ მოძრაობის ლიდერია კონსტანტინე გამსახურდია.
8 მაისი - წინანდალში კახეთისა და პოლონეთის კარპატისპირეთის რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობები უკვე 5 წელია არსებობს.
თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მას თან ახლავს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვა მაღალჩინოსანი პირები, მრავალრიცხოვანი დელეგაცია.
ჯ. ბუში თანმხლებ პირებთან ერთად აბანოთუბანში მის პატივსაცემად გამართულ კონცერტს დაესწრო.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ კონფლიქტის ზონის სოფელ მეღვრეკისიდან გატაცებული დავით ბერუაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები თბილისში, გამარჯვების პარკში შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.
ძალაში შევიდა პარლამენტის დადგენილება რუსული ბაზების გასვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
თბილისის ახალ აეროვაგზალს კომპანია “ჩელები” ააშენებს. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.
18 მაისი - საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე გაიხსნა მშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინისა და რეკონსტრუქციის მე-10 საერთაშორისო სპეციალური გამოფენა.
1 მაისი - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა შრომისა და გაზაფხულის დღესასწაული.
3 მაისი - აღინიშნა თავისუფალი სიტყვის საერთაშორისო დღე.
4 მაისი - ფელიქს კულოვი ყირგიზეთის პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა.
დიდ ბრიტანეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ (თავმჯდომარე, ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი).
უზბეკეთმა ოფიციალურად დატოვა „სუუამი“. ამის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ამცნო გაერთიანების ამჟამინდელ თავმჯდომარეს მოლდოვის პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინს.
ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღინიშნა.
6 მაისი - დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად 2 მილიციელი და ტაქსის მძღოლი დაშავდა.
9 მაისი - მოსკოვისწითელ მოედანზეფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ.
ვატიკანმა დაიწყო იოანე პავლე მეორეს კანონიზაციის პროცესი.
უზბეკეთში ქალაქ ანდიჟანში მომხდარ მასობრივ არეულობებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 40–ზე მეტი მძიმედაა დაშავებული, დარბეულია სავაჭრო ცენტრები და სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები.
14 მაისი - სოფელ ივანოვოსთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვახა არსანოვი შეეწირა
ვარშავაში დაიწყო ევროპის საბჭოს სამიტი, სადაც ევროპის 46 ქვეყნის ლიდერი ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იმსჯელებენ.
უზბეკეთში პრეზიდენტ კარიმოვის რეჟიმის წინააღმდეგ, ანდიჟანის შემდეგ, კიდევ ორი ქალაქი ფახთა-აბადი და ყარასუუ აჯანყდა.
17 მაისი - ჩრდილოეთ ოსეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო - უმაღლესი სასამართლოს წინაშე ბესლანის ტერაქტის მონაწილე ნურფაშა კულაევი წარდგება, რომელსაც ბრალს ტერორიზმის მუხლით წაუყენებენ.
8 მაისი - ქართულ ვიკიპედიაში 1000 სტატიაა. ამ მაჩვენებლით იგი გახდა ე.წ. ათასიანთა კლუბის წევრი, რომელშიც დღეისათვის უკვე 65 სხვადასხვა ენოვანი ვიკიპედია შედის.