From Wikipedia, the free encyclopedia
ტექსელი (ნიდერლ. Texel) — უდიდესი კუნძული დასავლეთ ფრიზის კუნძულების ჯგუფში. ეკუთვნის ნიდერლანდებს (ჩრდილოეთი ჰოლანდიის პროვინცია). კუნძულზე ვრცელდება ამავე სახელწოდების ადგილობრივი თემი. ფართობი 463.28 კმ². 2007 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით მოსახლეობა უდრის 13 617 ადამიანს. ზედაპირი ტალღოვანი ვაკეა; სიმაღლე 36 მ-მდე. განვითარებულია დიუნები და წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს ჩრდილოეთის ზღვასა და ვადენზეეს შორის. ტერიტორიის დიდი ნაწილი ორნითოლოგიური ნაკრძალია. ეკონომიკის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა. განვითარებულია მეცხვარეობა, მეყვავილეობა, მეთევზეობა. ეკონომიკის 70 % ტურზმზეა დაფუძნებული. არის მეთევზეთა პორტი. გარე სამყაროსთან კავშირი მყარდება აეროპორტის მეშვეობით ან ბორანით. ბორანისთვის განკუთნვილი პორტი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის იახტ-კლუბი. სულ არის 7 დასახლება. პლაჟები.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ჩრდილოეთის ზღვა |
კოორდინატები | 53°04′ ჩ. გ. 04°48′ დ. გ. |
ფართობი | 463,28 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 36 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 13 617 (2007) |
1415 წელს ტექსელმა მიიღო საქალაქო უფლებები. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს 1945 წლის 6 აპრილს — 21 მაისს ტექსელზე მოხდა ქართველი საბჭოთა ტყვეების ბატალიონის აჯანყება გერმანელი ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ. გერმანელბმა კუნძულზე დიდი ძალები გადასხეს, ბატალიონის ხელმძღვანელობამ დახმარებისათვის ინგლისს მიმართა, მაგრამ მან აჯანყებულებს დახმარება არ გაუწია. მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა 522 ქართველი მებრძოლი და მრავალი ადგილობრივი პატრიოტი. ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირული დახმარებით შესაძლებელი გახდა 228 კაცის გადარჩენა. 21 მაისს ტექსელზე გადავიდა კანადის საექსპედიციო კორპუსის ნაწილი და ბრძოლა შეწყდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.