From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან ლუი რუდოლფ აგასისი (აგასი) (ფრანგ. Jean Louis Rodolphe Agassiz; დ. 28 მაისი, 1807, მოტიერსი — გ. 14 დეკემბერი, 1873, კემბრიჯი) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პედაგოგი. გლაციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჟორჟ კიუვიეს მოწაფე და მიმდევარი. 1832 წლიდან ნევშატელის პროფესორი. 1846 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, იყო ბოსტონის, ჩარლსტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი. შეისწავლა მყინვარული ნალექები, დაასაბუთა იმ დროისათვის ახალი და ძირითადად სწორი იდეა მყინვარული ეპოქების არსებობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს კაპიტალური ნაშრომი ნამარხ თევზებზე, აგრეთვე გამოკვლევები ევროპასა და ბრაზილიაში გავრცელებულ თანამედროვე თევზებზე. იყო კატასტროფების თეორიისა და სახეობათა უცვლელობის იდეების უკიდურესი დამცველი და დარვინიზმის მოწინააღმდეგე. აგასისის ეს შეხედულებები გააკრიტიკეს ფრიდრიხ ენგელსმა, ჩარლზ დარვინმა და ერნსტ ჰეკელმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.