ბალტიმორი

From Wikipedia, the free encyclopedia

ბალტიმორი

ბალტიმორი — დამოუკიდებელი ქალაქი მერილენდში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 641.943 ადამიანს შეადგენდა. ბალტიმორი მერილენდის უდიდესი ქალაქია და მისი კულტურული და ინდუსტრიული ცენტრია. ქალაქს სახელი მერილენდის კოლონიის დამფუძნებლის, ლორდ ბალტიმორის, პატივსაცემად დაერქვა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ბალტიმორი აშშ-ის სიდიდით მეორე პორტი გახდა ემიგრანტთათვის. ქალაქი დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საზღვაო პორტია, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს ქვეყნის შუადასავლეთის ბაზრებთან ვიდრე ნებისმიერი სხვა აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქი. ბალტიმორის უბე ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული ღრმაწლყის საზღვაო პორტია მსოფლიოში, რომელსაც ტროპიკული შტორმებისა და ქარიშხლებისგან დელმარვას ნახევარკუნძული იცავს. აპალაჩის მთები უბეს ჩრდილოეთის სიცივისგან იფარავს, რის გამოც პორტში წყალი ზამთრის განმავლობაში არ იყინება.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ბალტიმორი
Baltimore
Thumb
ბალტიმორი
დროშა
Thumb

ქვეყანა  აშშ
შტატი მერილენდი
შიდა დაყოფა
კოორდინატები 39°17′11″ ჩ. გ. 76°36′54″ დ. გ.
ქალაქის მერი შეილა დიკსონი
დაარსდა 1729
ამჟამინდელი სტატუსი 1796
ფართობი 238.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 637,455 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 3,045.7 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2,668,056
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 410, 443
საფოსტო ინდექსი 21201–21298
ოფიციალური საიტი baltimorecity.gov
Thumb
Thumb
დახურვა

ნიუ-იორკის შემდეგ, ბალტიმორი აშშ-ის მეორე ქალაქი იყო, რომელმაც 100.000-იანი ზღვარი გადალახა მოსახლეობის მიხედვით (მას მოჰყვა ნიუ-ორლეანი და ფილადელფია). 1980 წლამდე ბალტიმორი რჩებოდა ქვეყნის 10 უდიდეს ქალაქთა რიცხვში. ამჟამად ქალაქი მისი აგლომერაციის ჩათვლით მოსახლეობით უდიდეს ოცეულშია. ვინაიდან მას გარს ამავე სახელწოდების საგრაფო აკრავს, ქალაქს ასევე ბალტიმორ სიტის უწოდებენ ხოლმე.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.