Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ექიმი — დასრულებული უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მოიცავს სამკურნალო და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ექიმი ვალდებულია დაიცვას საექიმო ეთიკა (იხ. დეონტოლოგია), შეინახოს საექიმო საიდუმლო, აღმოუჩინოს ავადმყოფს პირველადი დახმარება.
ექიმთა სწავლების სისტემბა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. თუმცა, როგორც წესი, სტუდენტი ორი ან სამი წელი სწავლობს მედიცინას, მერე კი, ამდენივე ხნის განმავლობაში პაციენტებთან გადის პრაქტიკას. ამის შემდეგ, იგი რამდენიმე წელს უთმობს მედიცინის იმ ვიწრო სფეროს შესწავლას, რომელშიც სურს, რომ დახელოვნდეს.
არსებობს ექიმთა ორი ძირითადი ჯგუფი — ოჯახის ექიმი, ანუ ფართო პროფილის თერაპევტი და სპეციალისტი (პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგი, რენტგენოლოგი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, სტომატოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ფტიზიატრი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი და სხვა). თუ ადამიანი ავად გახდა, ჯერ თერაპევთან მიდის, რომელიც სნეულების დიაგნოზ სვამს და წვყეტს თვითონ უმკურნალებს პაციენტს, თუ ვიწრო სპეციალისტთან გაგზავნის. ექიმი სპეციალისტები ჩვეულებრივ, საავადმუოფოში მუშაობენ. მათ მრავალ სფეროში შეუძლიათ დახელოვნება, მათ შორის — ქირურგიაში, პედიატრიაში (ბავშთა ექიმი), გერონტოლოგიაში (მოხუცთა ექიმი) და მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობის სფეროში.
ათასწლეულებია რაც ადამიანი მედიცინას სწავლობს. ძველმა ბერძენმა ექიმმა, ჰიპოკრატე კოსელმა, რომელიც 2400 წლის წინ ცხოვრობდა, დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ მედიცინაზე.
დიდი ხანი არ არის, რაც ქალებს ექიმობის ნება დართეს.
ექიმის ფიცი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.