არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ენსო ექტორ ტროსერო (ესპ. Enzo Héctor Trossero; დ. 23 მაისი, 1953, ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ენსო ექტორ ტროსერო [1] | ||
დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1953 | ||
დაბადების ადგილი | ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1972 | სპორტივო ბელგრანო | ? | (?) |
1972–1975 | კოლონი | 101 | (3) |
1975–1986 | ინდეპენდიენტე | 308 | (55) |
1979–1981 | → ნანტი | 69 | (12) |
1986 | ტოლუკა | ? | (?) |
1986–1987 | ესტუდიანტესი | 20 | (4) |
1987–1988 | სიონი | ? | (?) |
1989 | ესტუდიანტესი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1985 | არგენტინა | 26 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1987–1989 | არგენტინა 20-წლამდე (ასისტენტი) | ||
1989–1990 | არგენტინა 16-წლამდე (ასისტენტი) | ||
1990–1992 | სიონი | ||
1992–1994 | ურაკანი | ||
1994–1995 | ესტუდიანტესი | ||
1995–1997 | კოლონი | ||
1997–1998 | სან-მარტინი | ||
1999 | ლუგანო | ||
1999–2000 | ინდეპენდიენტე | ||
2000–2001 | შვეიცარია | ||
2002 | ტალერესი | ||
2004–2007 | მუნისიპალი | ||
2007–2009 | ალ-შაბაბი | ||
2009 | გოდოი-კრუსი | ||
2009 | ალ-იტიჰადი | ||
2009 | ალ-შაბაბი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საფეხბურთო კარიერა 1971 წელს, საფეხბურთო კლუბ „სპორტივო ბელგრანოს“ რიგებში დაიწყო.
1972–1975 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კოლონის“ შემადგენლობაშია. „კოლონის“ მაისურით პირველად 1972 წლის 21 აპრილს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში გამოვიდა მინდორზე.[5][6][7] პირველი ბურთი 1973 წლის 29 აპრილს, მეტროპოლიტანოს მე-10 ტურის მატჩში „ფერო კარილ ოესტეს“ გაუტანა.[8][9] ბოლოჯერ მეტოქის კარი 1974 წლის 24 მარტს მეტროპოლიტანოს მე-9 ტურის შეხვედრაში აიღო. ამ დღეს ტროსეროს გუნდმა „ბოკა ხუნიორსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4–1 დაამარცხა.[10][11] უკანასკნელად „კოლონის“ რიგებში 1975 წლის 5 მარტს, სტუმრად, „ურაკანის“ წინააღმდეგ გამართულ მეტროპოლიტანოს მე-5 ტურის მატჩში გამოვიდა.[12][13] საერთო ჯამში არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში „კოლონის“ შემადგენლობაში 101 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.
1975–1986 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 24 სექტემბერს, კორდოვის „ბელგრანოს“ წინააღმდეგ ნასიონალის ჩემპიონატის მე-2 ტურის გასვლით შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე.[14] მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[15] პირველი გოლი 1976 წლის 15 თებერვალს, მეტროპოლიტანოს პირველი ტურის გასვლით შეხვედრაში „ურაკანს“ გაუტანა.[16] მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[17] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში პირველად 1976 წლის 13 მაისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.[18] მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა.[19] „ინდეპენდიენტე“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: კიროგა, სორია, ვილავერდე, ტროსერო, პავონი, როხასი, სემენევიჩი, ბოჩინი, ბერტონი, ასტეგიანო და საგიორატო. მეტოქე გუნდის შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფილოლი, პასარელა, ალონსო და ლუკე თამაშობდნენ.[20] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ მაისურით პირველი გოლი 1978 წლის 30 ივნისს, ეკვადორული საფეხბურთო კლუბის კიტოს „ელ ნასიონალის“ კარში გაიტანა.[კომ. 1][21] მატჩი კიტოში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[22] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში უკანასკნელად 1984 წლის 27 ივლისს, საკუთარ მოედანზე, „გრემიოს“ წინააღმდეგ გამართულ ტურნირის განმეორებით ფინალურ მატჩში გამოვიდა.[23][24]
„ინდეპენდიენტედან“ იჯარით საფრანგეთში გადაინაცვლა და საფრანგეთის პირველი დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ნანტის“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1981 წლების განმავლობაში საფრანგეთის პირველი დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 69 მატჩში 12 გოლი გაიტანა.[25][26]
„ნანტმა“, როგორც 1979 წლის საფრანგეთის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება ტროსეროს საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1979–80 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „კლიფტონვილის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, ენსო ტროსერო, მაქსიმ ბოსი, პატრის რიო, ოსკარ მიულერი, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ჟილ რამპიონი, ვიქტორ ტროსერო, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს ბელფასტში, „სოლიტუდის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[27] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ თასების თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 19.09.1979 | „კლიფტონვილი“ | 0–1 | „ნანტი“ | [28] | |||
2 | 03.10.1979 | „ნანტი“ | 7–0 | „კლიფტონვილი“ | [29] | |||
3 | 24.10.1979 | „ნანტი“ | 3–2 | „სტიაუა“ | [30] | |||
4 | 05.03.1980 | „დინამო“ მოსკოვი | 0–2 | „ნანტი“ | [31] | |||
5 | 19.03.1980 | „ნანტი“ | 2–3 | „დინამო“ მოსკოვი | [32] | |||
6 | 09.04.1980 | „ნანტი“ | 2–1 | „ვალენსია“ | [33] | |||
7 | 23.04.1980 | „ვალენსია“ | 4–0 | „ნანტი“ | [34] | |||
არგენტინელი მცველისთვის წარმატებული გამოდგა ნანტელთა რიგებში გატარებული პირველივე 1979–80 წლების სეზონი, როდესაც გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 26 მოიგო, 7 დათმო, 5 ფრედ დაამთავრა, 57 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და ორწლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასზე გამოსვლის უფლება კვლავ მოიპოვა.[35]
პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1980–81 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველი წრის განმეორებით შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „ლინფილდის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ფაბრის პულანი, ჟილ რამპიონი, ჟოზე ტურე, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1980 წლის 1 ოქტომბერს ნანტში, „ბოჟუარის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[36] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ ჩემპიონთა თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 01.10.1980 | „ნანტი“ | 2–0 | „ლინფილდი“ | [37] | |||
2 | 22.10.1980 | „ნანტი“ | 1–2 | „ინტერი“ მილანი | [38][39] | |||
3 | 05.11.1980 | „ინტერი“ მილანი | 1–1 | „ნანტი“ | [40][41] | |||
1980–81 წლების სეზონზე გუნდთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი ხდება. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კვლავ 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 22 მოიგო, 5 დათმო, 11 ფრედ დაამთავრა, 55 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და სულ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონატის გამარჯვებულ „სენტ-ეტიენს“, ამასთან უეფა-ს თასზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, სადაც კლუბმა ბოლოს 1978–79 წლების გათამაშებაზე იასპარეზა.
1979–1985 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 26 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1979 წლის 22 მაისს, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფიფა-ს საიუბილეო თარიღისადმი[კომ. 2] მიძღვნილ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბერნის სტადიონ „ვანკდორფზე“ გაიმართა, რომლის ძირითად და დამატებითი დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო პენალტების სერიაში, სადაც პირველი გოლი სწორედ ენსო ტროსერომ გაიტანა,[კომ. 3] არგენტინელებმა ანგარიშით 8–7 გაიმარჯვეს.[42][43] მომდევნო შეხვედრა იმავე წლის 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ არაოფიციალურ საქველმოქმედო შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ფილოლი, ოლგინი, ტარანტინი, ენსო ტროსერო, ხუან ბარბასი, ოვიედო, ვალენსია, ჰაუსმანი, ნორბერტო ოუტესი, უგო პეროტი, ოსვალდო რინალდი და უგო ვილიავერდე. მატჩი დუბლინში, „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[44][45] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1985 წლის 17 ნოემბერს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი პუებლაში გაიმართა და მისი სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, ფრედ — ამჯერად, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[46]
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 22.05.1979 | არგენტინა | 0–0 | ნიდერლანდები | [47] | |||
2 | 29.05.1979 | ირლანდია | 0–0 | არგენტინა | [48] | |||
3 | 02.06.1979 | შოტლანდია | 1–3 | არგენტინა | [49] | |||
4 | 09.03.1982 | არგენტინა | 0–0 | ჩეხოსლოვაკია | [50] | |||
5 | 12.05.1983 | ჩილე | 2–2 | არგენტინა | [51][52] | |||
6 | 23.06.1983 | არგენტინა | 1–0 | ჩილე | [53] | |||
7 | 14.07.1983 | პარაგვაი | 1–0 | არგენტინა | ბოგადოს თასი |
(2) |
[54][55] | |
8 | 24.08.1983 | არგენტინა | 1–0 | ბრაზილია | [56] | |||
9 | 07.09.1983 | არგენტინა | 2–2 | ეკვადორი | [57] | |||
10 | 14.09.1983 | ბრაზილია | 0–0 | არგენტინა | [58] | |||
11 | 17.06.1984 | ბრაზილია | 0–0 | არგენტინა | [59] | |||
12 | 18.07.1984 | ურუგვაი | 1–0 | არგენტინა | (3) |
[60][61] | ||
13 | 02.08.1984 | არგენტინა | 0–0 | ურუგვაი | (4) |
[62][63] | ||
14 | 24.08.1984 | კოლუმბია | 1–0 | არგენტინა | [64] | |||
15 | 05.09.1984 | ბელგია | 0–2 | არგენტინა | [65] | |||
16 | 12.09.1984 | გფრ | 1–3 | არგენტინა | [66] | |||
17 | 18.09.1984 | მექსიკა | 1–1 | არგენტინა | [67] | |||
18 | 25.10.1984 | არგენტინა | 1–1 | მექსიკა | [68] | |||
19 | 05.05.1985 | ბრაზილია | 2–1 | არგენტინა | [69] | |||
20 | 26.05.1985 | ვენესუელა | 2–3 | არგენტინა | [70][71] | |||
21 | 02.06.1985 | კოლუმბია | 1–3 | არგენტინა | [72][73] | |||
22 | 09.06.1985 | არგენტინა | 3–0 | ვენესუელა | [74][75] | |||
23 | 16.06.1985 | არგენტინა | 1–0 | კოლუმბია | [76][77] | |||
24 | 23.06.1985 | პერუ | 1–0 | არგენტინა | [78][79] | |||
25 | 30.06.1985 | არგენტინა | 2–2 | პერუ | [80][81] | |||
26 | 17.11.1985 | მექსიკა | 1–1 | არგენტინა | [82] | |||
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 1987–1989 წლებში არგენტინის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 1989–1990 წლებში არგენტინის 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი (1) | საერთ (2) | ჯამში (3) | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||||||
კოლონი არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1972 | 29 | 0 | - | - | - | - | 29 | 0 | ||||||
1973 | 35 | 2 | - | - | - | - | 35 | 2 | |||||||
1974 | 33 | 1 | - | - | - | - | 33 | 1 | |||||||
1975 | 5 | 0 | - | - | - | - | 5 | 0 | |||||||
სულ | 102 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 102 | 3 | |||||||
ინდეპენდიენტე არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1975 | 14 | 0 | - | - | - | - | 14 | 0 | ||||||
1976 | 41 | 3 | - | - | 7 | 0 | 48 | 3 | |||||||
1977 | 59 | 14 | - | - | - | - | 59 | 14 | |||||||
1978 | 33 | 9 | - | - | 7 | 1 | 40 | 10 | |||||||
1979 | 15 | 3 | - | - | 10 | 0 | 25 | 3 | |||||||
1981 | 26 | 10 | - | - | - | - | 26 | 10 | |||||||
1982 | 34 | 11 | - | - | - | - | 34 | 11 | |||||||
1983 | 46 | 3 | - | - | - | - | 46 | 3 | |||||||
1984 | 30 | 2 | - | - | 13 | 0 | 43 | 2 | |||||||
1985 | 9 | 0 | - | - | - | - | 9 | 0 | |||||||
1985-86 | 1 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | |||||||
სულ | 308 | 55 | 0 | 0 | 37 | 1 | 345 | 56 | |||||||
ნანტი საფრანგეთი | |||||||||||||||
1.ª | 1979-80 | 35 | 6 | 3 | 0 | 7 | 0 | 45 | 6 | ||||||
1980-81 | 34 | 6 | 5 | 1 | 3 | 1 | 42 | 8 | |||||||
სულ | 69 | 12 | 8 | 1 | 10 | 1 | 87 | 14 | |||||||
ტოლუკა მექსიკა | |||||||||||||||
1.ª | 1985-86 | 1 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | ||||||
სულ | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | |||||||
ესტუდიანტესი არგენტინა | |||||||||||||||
1.ª | 1986-87 | 20 | 4 | - | - | - | - | 20 | 4 | ||||||
სულ | 20 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 20 | 4 | |||||||
სულ ჯამში | 500 | 74 | 49 | 2 | |||||||||||
(1) საფრანგეთის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის (1976, 1978, 1979, 1984); კოპა ინტერამერიკანას (1976); უეფა-ს თასის (1978-79); ევროპის თასების მფლობელთა თასის (1979-80); ევროპის ჩემპიონთა თასის (1980-81); საკონტინენტთაშორისო თასის (1984).
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა. |
ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | შესარჩევი | კოპა ამერიკა | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1979 | 3 | 0 | - | - | - | - | - | - | 3 | 0 |
1982 | 1 | 0 | - | - | - | - | - | - | 1 | 0 | |
1983 | 0 | 0 | - | - | 3 | 0 | 3 | 0 | 6 | 0 | |
1984 | 8 | 0 | - | - | - | - | - | - | 8 | 0 | |
1985 | 2 | 0 | 6 | 0 | - | - | - | - | 8 | 0 | |
სულ ჯამში | 14 | 0 | 6 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 26 | 0 | |
სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFA · BeSoccer · Eurosport · FBref.com · FootballDatabase.eu · Footballfacts · Football World Rankings · Global Sports Archive · National Football Teams.com · Pari-et-gagne.com · Pes Miti del Calcio · PlaymakerStats.com · Soccerway · Solofutbol.cl · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · WorldFootball.net |
მედია |
---|
BBC · El Gráfico |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.