არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე დანიელ ვალენსია (ესპ. José Daniel Valencia; დ. 3 ოქტომბერი, 1955, სან-სალვადორ-დე-ხუხუი,არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
ხოსე დანიელ ვალენსია 1982 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე დანიელ ვალენსია | ||
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
სან-სალვადორ-დე-ხუხუი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1974 | ხიმნასია | 5 | (1) |
1975–1988 | ტალერესი | 274 | (29) |
1986 | → ლდუ კიტო | 26 | (1) |
1988 | გუარანი ფრანკო | ? | (?) |
1989 | როსარიო | ? | (?) |
1989–1990 | ვილსტერმანი | 26 | (0) |
1991–1993 | სან-ხოსე | 78 | (6) |
ეროვნული ნაკრები | |||
1975–1982 | არგენტინა | 42 | (5) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
ხოსე დანიელ ვალენსია საკლუბო კარიერას 1973 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ხიმნასია-ი-ესგრიმაში“ იწყებს. თავის პირველ საფეხბურთო სეზონში იგი ჩემპიონატის მხოლოდ 5 შეხვედრას თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. „ხიმნასიაში“ ატარებს 1974 წლის საფეხბურთო სეზონსაც.
1975–1988 წლებში „ტალერესის“ რიგებშია. ამ გუნდის ღირსებას, არგენტინის პრიმერა დივიზიონის 274 შეხვედრაში იცავს (29 გოლი).
1989 წლიდან ჯერ „როსარიო სენტრალში“ თამაშობს, ხოლო შემდეგ ბოლივიური კლუბის „ხორხე ვილსტერმანის“ წევრი ხდება, სადაც ჩემპიონატის 26 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
1991–1993 წლებში მეორე ბოლივიური კლუბის — „სან-ხოსე-დე-ორუროს“ შემადგენლობაშია (78 მატჩი, 6 გოლი).
საფეხბურთო კარიერას 1993 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.[3]
1975–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 41 შეხვედრა ჩაატარა[4][5] და 5 ბურთი გააიტანა,[6] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 20 ივნისს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კორნელიო საავედრას თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კიროგა, პავონი, ოკანიო, კარდენასი, ასტესიანო, არდილესი, ალდერეტე, ოვიედო, ვილა, ლუის გალვანი და ხოსე დანიელ ვალენსია. მატჩი კოჩაბამბაში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 29 ივნისს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში გაიმართა და იტალიელთა გამარჯვებით ანგარიშით — 2–1 დასრულდა.
ეროვნული ნაკრები |
წლები | ამხანაგური | მუნდიალი | კოპა ამერიკა | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
არგენტინა |
1975 | 0 | 0 | - | - | 2 | 0 | 4 | 1 | 6 | 1 |
1976 | 4 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | 5 | 0 | |
1977 | 1 | 0 | - | - | - | - | 1 | 0 | 2 | 0 | |
1978 | 3 | 0 | 4 | 0 | - | - | 2 | 0 | 9 | 0 | |
1979 | 4 | 1 | - | - | 1 | 0 | - | - | 5 | 1 | |
1980 | 9 | 3 | - | - | - | - | - | - | 9 | 3 | |
1981 | 1 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 | 3 | 0 | |
1982 | 2 | 0 | 1 | 0 | - | - | - | - | 3 | 0 | |
სულ ჯამში | 24 | 4 | 5 | 0 | 3 | 0 | 10 | 1 | 42 | 5 | |
ვალენსიამ მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[53][54][55][56][57]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 21 | ნახევარმცველი | 4 | 0 | 3 | 0 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 21 | თავდამსხმელი | 1 | 0 | 0 | 0 | 1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.