ფრანგი ენციკლოპედისტი From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ მარი გუსტავ ლე ბონი (ფრანგ. Charles-Marie Gustave Le Bon; დ. 7 მაისი, 1841 — გ. 13 დეკემბერი, 1931) — ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია ბრბოს ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული ბრბოს ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.
გუსტავ ლე ბონი | |
---|---|
ფრანგ. Gustave Le Bon | |
დაბ. თარიღი | 7 მაისი, 1841[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ნოჟან-ლე-როტრუ, ერი და ლუარი[7] |
გარდ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1931[3] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[7] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ექიმი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი და ფიზიკოსი |
ალმა-მატერი | პარიზის მედიცინის ფაკულტეტი და პარიზის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი და გოდარის პრემია[8] |
გავლენა მოახდინეს | |
ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვები.
ლე ბონი დაიბადა საფრანგეთის პატარა ქალაქ ნოჟენ-ლე-როტრუში, ბრეტონელთა ოჯახში. სწავლობდა მედიცინას პარიზის უნივერსიტეტში, სადაც 1866 წელს დოქტორატი მიიღო. შექსპირის კითხვით ისწავლა ინგლისური და გერმანული ენები. მოგვიანებით იგი ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით დაინტერესდა.
1890-იან წლებში ლე ბონი ბევრს მოგზაურობდა. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი მის თეორიას ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც შეიძლება ასე განზოგადდეს: "ბრბო არ წარმოადგენს მის შემადგენელ ინდივიდთა ჯამს".
იმავე პერიოდში მან ლაბორატორია ჩამოაყალიბა შინ, სადაც სხივებზე დაკვირვებას აწარმოებდა. მისმა შრომებმა იმდენად მიიქცია ყურადღება, რომ ის 1903 წელს ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული ფიზიკის დარგში.
გუსტავ ლე ბონი სიცოცხლის ბოლო დღემდე ინარჩუნებდა აქტივობას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.