შტატი From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლივარის შტატი (ესპ. Estado Bolívar) — შტატი ვენესუელაში, დედაქალაქი — სიუდად-ბოლივარი. მთლიანი ფართობი 238 000 კმ²-ს შეადგენს (ქვეყნის ტერიტორიის 25,96%), მოსახლეობა კი 2010 წლის ივნისის მონაცემებით 1 620 359 ადამიანს.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოლივარის შტატი Estado Bolívar | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | სიუდად-ბოლივარი | ||||
შიდა დაყოფა | ანგოსტურის მუნიციპალიტეტი, კარონის მუნიციპალიტეტი, სედენიოს მუნიციპალიტეტი, პადრე-პედრო-ჩიენის მუნიციპალიტეტი, ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტი, გრან-საბანის მუნიციპალიტეტი, Municipio Heres, პიარის მუნიციპალიტეტი, როსიოს მუნიციპალიტეტი, სიფონტესის მუნიციპალიტეტი და სუკრეს მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 5°57′00″ ჩ. გ. 63°20′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1864 | ||||
ფართობი | 238,000 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 620 359 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | e-bolivar.gov.ve | ||||
შტატი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მისი ტერიტორია თითქმის მთლიანად უკავია გვიანის მასივს. ზედაპირი როგორც წესი გორაკ-ბორცვიანია. სიმაღლის მატებასთან ერთად სუსტდება ცხელი ტროპიკული კლიმატი.
ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ორინოკო, რომელზეც გაივლის ბუნებრივი საზღვარი დელტა-ამაკუროს, მონაგასის, ანსოატეგის და გუარიკოს შტატებთან. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-დასავლეთით — ამასონასის შტატი, აღმოსავლეთით გაიანის ის ნაწილი, რომელსაც ვენესუელა ითხოვს, დასავლეთით კი აპურეს შტატი. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია — კარონი, კაურა (ორივე ორინოკოს შენაკადი). კარონზე მდებარეობს გურის დამბა, მეშვიდე უდიდესი წყალსაცავი დედამიწაზე.
ორინოკოს გასწვრივ განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. შტატის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი მეჩხრადაა დასახლებული და ამ ნაწილში ძირითადად ხშირი ნოტიო ტროპიკული ტყეებია წარმოდგენილი.
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი დედამიწის ერთ-ერთ უძველეს გეოლოგიურ ფორმაციას — გვიანის ზეგანს უჭირავს, რომელიც ცნობილია თავის მაგიდა მთებით (ტეპუი). შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს კანაიმის ეროვნული პარკის უდიდესი ნაწილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბი
ბოლივარის შტატი შედგება 11 მუნიციპალიტეტისგან, ესენია:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² | მოსახლეობა (2007) | რუკა |
---|---|---|---|---|
კარონი | სიუდად-გაიანა | 1 612 | 777 283 | |
სედენიო | კაიკარა-დელ-ორინოკო | 46 020 | 88 296 | |
ელ-კალიაო | ელ-კალიაო | 2 223 | 24 013 | |
გრან-საბანა | სანტა-ელენა-დე-უაირენი | 32 990 | 34 095 | |
ერესი | სიუდად-ბოლივარი | 591 | 350 691 (2010) | |
პადრე-პედრო-ჩიენი | ელ-პალმარი | 2 275 | 14 749 | |
პიარი | უპატა | 15 900 | 107 643 | |
ანგოსტურა | სიუდად-პიარი | 56 916 | 47 167 | |
როსიო | გუასიპატი | 6 182 | 23 957 | |
სიფონტესი | ტუმერემო | 24 393 | 40 042 | |
სუკრე | მარიპა | 46 166 | 27 218 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.