From Wikipedia, the free encyclopedia
სიუდად-ბოლივარი (ესპ. Ciudad Bolívar — ბოლივარის ქალაქი) — ქალაქი ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბოლივარის შტატის დედაქალაქი. დაარსდა 1764 წელს სახელით ანგოსტურა, 1846 წელს კი დღევანდელი სახელი ეწოდა. 2010 წელს მისი სავარაუდო მოსახლეობა 350 691 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიუდად-ბოლივარი Ciudad Bolívar | |||||
სიუდად-ბოლივარის ისტორიული ზონა | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | ბოლივარი | ||||
კოორდინატები | 8°07′19″ ჩ. გ. 63°33′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1764 წ | ||||
ფართობი | 591 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||||
მოსახლეობა | 350 691 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 593,39 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 0285 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8001 | ||||
ქალაქი გაშენებულია მდინარე ორინოკოს სიგანეში შევიწროვების ადგილას, სადაც მდინარის სიგანე 1,6 კმ-ია. აღსანიშნავია, რომ სწორედ სიუდად-ბოლივარში გაიდო პირველი ხიდი ორინოკოზე.
სიუდად-ბოლივარის ისტორიული ცენტრი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება, იგი გამოირჩევა ორიგინალური კოლონიური შენობებით პლასა-ბოლივარის გარშემო, მათ შორისაა კათედრალი. დღეისათვის, ქალაქი ვენესუელის აღმოსავლეთ რეგიონების უმნიშვნელოვანესი პორტია მდინარე ორინოკოზე. ამავე დროს, ის ორინოკოს აუზის მთავარო კომერციული ცენტრია, რომლის წარმოებაც მოიცავს ოქროს, რკინის მადანს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, ტყავის ნედლეულსა და უიშვიათეს ხე-მასალას.
1973 წელს სიუდად-ბოლივარში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელსაც ქალაქის ცნობილი შვილის, დინამიკური სკულპტორის — ხესუს რაფაელ სოტოს სახელი ეწოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.