შტატი From Wikipedia, the free encyclopedia
დელტა-ამაკუროს შტატი (ესპ. Estado Delta Amacuro) — შტატი ვენესუელაში, მდებარეობს ორინოკოს დელტაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება პარიის ყურე და ატლანტის ოკეანე, სამხრეთით — ბოლივარის შტატი, აღმოსავლეთით — ატლანტის ოკეანე და გაიანა, დასავლეთით — მონაგასის შტატი. დედაქალაქია ტუკუპიტა.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
დელტა-ამაკუროს შტატი Estado Delta Amacuro | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | ტუკუპიტა | ||||
შიდა დაყოფა | ანტონიო-დიასის მუნიციპალიტეტი[1] , კასაკოიმის მუნიციპალიტეტი[1] , პედერნალესის მუნიციპალიტეტი[1] და Municipio Tucupita[1] | ||||
კოორდინატები | 8°42′00″ ჩ. გ. 61°09′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1991 | ||||
ფართობი | 40 200 კმ² | ||||
მოსახლეობა | 152 700 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
შტატის მთლიანი ფართობი 40 200 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 152 700 ადამიანს შეადგენს.
ამერიკაში ევროპელთა გამოჩენადე ამ რეგიონში ვარაოს ხალხი ცხოვრობდა. დელტისგან სიშორის წყალობით, ისინი მნიშვნელოვან დამოიკიდებლობას ინარჩუნებდნენ ჯერ ევროპელი, ხოლო შემდეგ კრეოლი კოლონიზატორებისაგან.
1498 წლის 1 აგვისტოს, დელტის სანაპიროს მოადგა ქრისტეფორე კოლუმბი, რომელიც მესამე ამერიკულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. ის წერდა მაკარეოს შესახებ, ხმაურის, რომელსაც იწვევდა დიდი მდინარის (ორინოკო) ოკეანესთან შერთვა.
1531 წლის ივნისიდან ამ ტერიტორიას იკვლევდა დიეგო დე ორდასი, როდესაც მან რამდენიმე გემით ორინოკოს ზედა დინებაში შეცურა.[2] XVI საუკუნეში რეგიონში იმოგზაურა ანტონიო ბერიომ. მისი შვილი, ფერნანდო დე ბერიო კი ამ არეალში ელდორადოს საძიებელ ექსპედიციებს აწყობდა.
დელტა ახალი ანდალუსიის ნაწილს წარმოადგენდა. რეგიონში მოგზაურობისას ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი წერდა, რომ ერთადერთი ადგილობრივი ხალხი მთელს პროვინციაში, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავისუფლებას ესპანელებისაგან ვარაო იყო. როგორც ის აღნიშნავდა, ხალხის თქმით ვარაოს რაოდენობა 6 000-7 000 ადამიანს შეადგენდა, თუმცა მისი ვარაუდით რეალური რიცხვი უფრო ნაკლები იყო.
ვენესუელის დამოუკიდებლობის შემდეგ, რეგიონი გაიანის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.
1884 წლის 27 თებერვალს დელტა ფედერალური ტერიტორია გახდა და ის შედგებოდა მანოასა და გუსმან-ბლანკოს რაიონებისგან. ტერიტორია სულ მალე ბოლივარის შტატს მიუერთეს. 1901 წელს კი იგი კვლავ ფედერალური ტერიტორია ხდება. XX საუკუნის 30-იან წლებში რეგიონში მოდის კათოლიკე მისიონერი ბარალი და აარსებს რელიგიურ მისიებსა და სკოლებს. მანვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი პირველი შრომები ვარაოს ენის შესახებ.[3] 1991 წლის 3 აგვისტოს დელტა შტატი ხდება.
ბოლო დეკადაში, დელტა-ამაკუროს ნავთობის სექტორში სამუშაოს ძებნის მიზნით შეინიშნება მიგრაცია.
მთავარი ეკონომიკური აქტივობებია მეთევზეობა, მესაქონლეობა, ნავთობმოპოვება და გადამუშავება. მინერალური რესურსები მოიცავს ნავთობსა და ტორფს. შეინიშნება ტურიზმის მცირე გამოვლინება.
დელტა-ამაკუროს შტატი იყოფა 4 მუნიციპალიტეტად:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² | მოსახლეობა 2001 | მდებარეობა |
---|---|---|---|---|
ანტონიო-დიასი | კურუაპო | 22.746,49 | 19.308 | |
კასაკოიმა | სიერა-იმატაკა | 2.920,69 | 29.200 | |
პედერნალესი | პედერნალესი | 3.537 | 6.990 | |
ტუკუპიტა | ტუკუპიტა | 10.996 | 72.856 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.