From Wikipedia, the free encyclopedia
კაურა (ესპ. Río Caura) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, მდინარე ორინოკოს მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 723 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 52 000 კმ². სათავე აქვს გვიანის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, ამ უკანასკნელს კვეთს სამხრეთიდან ჩრდილოეთური მიმართულებით, სადაც ქმნის ჭორომებსა და ჩანჩქერებს. კაურა წყლიანობის მიხედვით მდინარე ორინოკოს შენაკადებს შორის (კარონის შემდეგ) მეორე ადგილზეა. კარონისთან და ვენტუარისთან ერთად იგი მიეკუთვნება პიგმენტაციური მდინარეების რიცხვს. ქვემო მონაკვეთი მეტად განიერია, ადგილ-ადგილ მდინარის სიგანე 1500 მეტრია. კაურას ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე ერებატო, რომელიც აგრეთვე უხვწყლიანია.
კაურა | |
---|---|
ქვეყანა | ვენესუელა |
სათავე | გვიანის ზეგანი |
სიგრძე | 723 კმ |
აუზის ფართობი | 52 000 კმ² |
კაურა ვიკისაწყობში |
წყლის ხარჯი 3 000 მ³/წმ. სანაოსნოა მდინარე ორინოკოდან 257 კილომეტრზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.