From Wikipedia, the free encyclopedia
ბანი (ფრანგ. Le Bani) — მდინარე მალიში, ნიგერის მარჯვენა შენაკადი.
ბანი ფრანგ. Le Bani | |
---|---|
მზის ჩასვლა მდინარის ხედზე | |
ქვეყანა | მალი |
სათავე |
მდინარეების ბაგოესას და ბაულეს შეერთების ადგილი 12°36′20″ ჩ. გ. 6°33′41″ დ. გ. |
სათავის სიმაღლე | 285 მ |
შესართავი |
ნიგერი 14°31′10″ ჩ. გ. 4°11′57″ დ. გ. |
შესართავის სიმაღლე | 264 მ |
სიგრძე | 430 კმ |
აუზის ფართობი | 101 000 კმ² |
დახრილობა | 0,05 |
— სათავე, — შესართავი | |
ბანი ვიკისაწყობში |
სიგრძე — 430 კმ, მდინარის აუზის ფართობი— 101 000 კმ². ბანი წარმოიქმნება მდინარეების ბაგოესას და ბაულეს შეერთების ადგილას ბამაკოდან 160 კმ-ით აღმოსავლეთში. მდინარის სიგრძე მდინარე ბაულეს სათავიდან მდინარე ბანის შესართავამდე შეადგენს 775 კმ-ს. ბანი მთელ მის სიგრძეზე მიედინება მალის ტერიტორიაზე და ჩაედინება მდინარე ნიგერში ქალაქ მოპტისთან. მდინარის აუზის დაახლოებით 15 % მდებარეობს კოტ-დ’ივუარის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე.
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა მდინარის აუზში მერყეობს 500-დან 1500 მმ-მდე წელიწადში.[1] მაგრამ რაოდენობა მკვეთრად სეზონურია — ზოგიერთ წელს ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით შეიძლება მოვიდეს სულ რამდენიმე მილიმეტრი წვიმა.
მდინარე მთავარ როლს თამაშობს ადგილობრივი ფაუნისათვის და მოსახლეობისათვის (სასმელი წყალი, მორწყვა, ნაოსნობა, თევზჭერა). მაგრამ, ხანგრძლივი გვალვები და ზაფხულის ძლიერი კოკისპირული წვიმები გავლენას ახდენენ მდინარის წყლის დონეზე და წყლის ხარჯზე.[2] წყალდიდობისგან ზარალდება დაახლოებით 500 ათასი მაცხოვრებელი, ამიტომ მდინარეზე დაგეგმილია ჯებირების მშენებლობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.