From Wikipedia, the free encyclopedia
ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსი (ბერძ. Φλάβιος Ἡράκλειος, ლათ: Flavius Heraclius Augustus, ქართ: ჰერაკლე, ხშირად ჰერაკლე კეისარი; დ. 575 — გ. 11 თებერვალი, 641) — ბიზანტიის იმპერატორი 610–641.
ჰერაკლე | |
---|---|
Flavius Heraclius Augustus | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 610 |
მმართ. დასასრული: | 641 |
წინამორბედი: | ფოკა |
მემკვიდრე: | კონსტანტინე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 575 |
დაბ. ადგილი: | კაპადოკია |
გარდ. თარიღი: | 11 თებერვალი 641 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: |
ევდოკია მარტინა |
შვილები: |
კონსტანტინე III ჰერაკლონასი |
დინასტია: | ჰერაკლეს |
მამა: | ჰერაკლე უფროსი |
დედა: | ეპიფანია |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ტახტზე 610 წელს ავიდა. მას დიდი წვილილი მიუძღვის იმპერიის ძლიერების განმტკიცებაში. ჰერაკლე კეისარმა, რომეების იმპერია, როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ თავიანთ ქვეყანას, ბერძნულ სახელმწიფოდ შეცვალა. ამ პერიოდიდან იმპერატორები ბერძნული ტერმინით, ბასილევსებად იწოდებიან. თანდათან ლათინურის ნაცვლად მკვიდრდებოდა ბერძნული ენა.
614 წელს გაძლიერებულმა ირანელებმა იერუსალიმი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. შაჰმა გაიტაცა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი ევნო. ჰერაკლე კეისარმა, რომელსაც დაბეჩავებული იმპერია ერგო სამმართველოდ, დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეკლესიიდან საგანძური გამოიტანა და გადასცა ჰერაკლეს. თან დიდი თანადგომა გამოუცხადა ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰერაკლემ ეკლესიისგან მიღებული განძით შეკრიბა ჯარი და ირანელების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. მას მოკავშირედ ჰყავდა ხაზარები და აღმოსავლეთის ქრისტიანული ხალხები.
ჰერაკლემ ხაზარებთან ერთად 627 წელს ალყა შემოარტყა თბილისს, სადაც გამაგრებული იყო ირანული გარნიზონი. თბილისის მოსახლეობა თავს გმირულად იცავდა და ჰერაკლემ ვერ შეძლო ქალაქის აღება. 627 წელს 12 დეკემბერს ქალაქ ნინევიის ნანგრევებთან ირანელებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბრძოლა ცნობილია ნინევიის ბრძოლის სახელით.
ჰერაკლეს სახელთანაა დაკავშირებული ზარათუშტრას დაბადების ადგილზე მარადიული ცეცხლის ჩაქრობა. ჰერაკლემ ირანიდან ჩამოიტანა იქ გატაცებული ჯვარი და 629 წელს დიდი ზარზეიმით თვითონ ჩაიტანა იერუსალიმში.
ჰერაკლე კეისარი იყო ჰერაკლე უფროსისა და ეპიფანიას უფროსი ვაჟი. მისი ოჯახი წარმოშობით კაპადოკიიდან იყო და ივარაუდება მათი სომხური წარმომავლობა,[1] სპეკულაციურად — არშაკიდების შთამომავლობა.[2] ამის მიუხედავად, მხოლოდ მცირე ინფორმაცია მოიპოვება ჰერაკლეს წარმომავლობის დასადასტურებლად. მამამისი 590 სასანიდების უზურპატორ მაჰრამ ჩუბინთან ომის დროს იმპერატორ მავრიკიოსის გენერალი იყო.[3] ომის შემდეგ იმპერატორმა იგი აფრიკის ეგზარქოსად დანიშნა.[3]
608 წელს ჰერაკლე უფროსმა უარი განაცხადა იმპერატორ ფოკასადმი ერთგულებაზე, რომელმაც 6 წლით ადრე დაამხო მავრიკის მმართველობა. აჯანყებულებმა გამოუშვეს მონეტები, რომლებზეც ორივე ჰერაკლე იყო გამოსახული კონსულის ტანსაცმელში, თუმცა არც ერთი მათგანი არ ფლობდა რაიმე იმპერიულ ტიტულს ამ პერიოდში.[4] ჰერაკლეს ნათესავმა, ნიკიტამ დაიწყო ეგვიპტის კამპანია, 609 წელს დაამარცხა ფოკას გენერალი ბონოსი და მთლიანად დაიპყრო პროვინცია. ამავდროულად, ახალგაზრდა ჰერაკლე სხვა არმიით აღმოსავლეთისაკენ გაცურა სიცილიისა და კვიპროსის გავლით.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.