სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუგაანი — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 400 მეტრი. სიღნაღიდან 12 კილომეტრი. იგი მდებარეობს წნორი-დედოფლისწყაროს გზატკეცილზე.
სოფელი | |
---|---|
ჯუგაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯუგაანი |
კოორდინატები | 41°35′45″ ჩ. გ. 45°59′16″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2107[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფლის ტერიტორიაზე დასახლების კვალი ჩვენს ერამდე იწყება. ამას მოწმობს 2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცის მიერ სოფლის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთების გამოვლენა. ეს არის დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო. ამავე პერიოდს, ძვ. წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ნაგებობიდან ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები სიღნაღის მუზეუმშია დაცული.[2][3]
რუსეთის იმპერიის პერიოდში ჯუგაანის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები ჯუგაანი, პრასიანი და ტიბაანი.[4]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2107 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.